ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პანელი თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო ფორუმზე

აშშ-ში დაფუძნებული ცენტრის StrategEast–ის ორგანიზებით წელს საერთაშორისო ფორუმი State and IT Eurasian Forum 2020 15–16 სექტემბერს თბილისში გაიმართა. ღონისძიება ყოველწლიურად თავს უყრის IT–ის ( საინფორმაციო ტექნოლოგიების) განვითარებით დაინტერესებულ სუბიექტებს. გასულ წელს ფორუმი უკრაინაში გაიმართა.

ღონისძიების მთავარი მიზანია ევრაზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში IT ინდუსტრიის შესაძლებლობებისა და გამოწვევების იდენტიფიცირება, ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა. ფორუმის მონაწილეებმა IT ინდუსტრია განიხილეს, როგორც ისეთი გლობალური კრიზისების მოგვარების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, როგორიცაა COVID-19- ის პანდემიით გამოწვეული კრიზისი.

StrategEast State and IT Eurasian Forum-ის პლენარულ და პანელურ სესიებზე განიხილეს შემდეგი თემები: შრომის ბაზრის ტექნოლოგიური მომავალი; საჯარო სერვისების ციფრული ტრანსფორმაცია; ციფრული მდგრადობა; ტექნოლოგიური განათლება; მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულება; ხელოვნური ინტელექტი; IT ინდუსტრია საქართველოში; სტარტაპები; ცენტრალური აზია, როგორც ახალი IT ჰაბი; გლობალური განვითარების სააგენტოების როლი IT ინდუსტრიაში და სხვა.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიმა ფორუმის ერთ–ერთი მთავარ პანელს „ხელოვნური ინტელექტი ევრაზიაში“ გაუწია ორგანიზება. პანელის მოდერატორი ხელოვნური ინტელექტის საკითხებში ექსპერტი ანა ჩუბინიძე იყო. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ სპიკერებმა სხვადასხვა ინდუსტრიიდან: ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიქსის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ბერიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი ხათუნა ბურკაძე, PulsarAI–ის დამფუძნებელი დაჩი ჭოლაძე, EY Georgia–ს წარმომადგენელი ნინო ესაკია და GSD Venture Studios–ს პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი გარი ფოულერი.

პანელის ფარგლებში იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ უნდა მოახერხოს უკრაინამ, ბელორუსიამ და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, რომ მათ ქვეყნებში არსებული ტექნოლოგიური გადაწყვეტები ისეთი პროდუქტებად ჩამოყალიბდეს, რომელიც დღეს მსოფლიოს სჭირდება.

ხელოვნური ინტელექტის განვითარებას საქართველოში მნიშვნელოვნად უწყობს ხელს თავად ბიზნესისისა და ტექნოლოგიების უნივესიტეტი, რომელიც „სილიკონ ველი თბილისის“ სივრცეში ფუნქციონირებს და ტექნოლოგიების სწავლების სრულიად ახალ სტანდარტს ნერგავს ქვეყანაში. ფორუმის ერთ–ერთი მომხსენებელი უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძეც იყო, რომელმაც ისაუბრა თემაზე „ახალი განათლება ახალი ეკონომიკისთვის.“ აღნიშნული პანელის ფარგლებში ისაუბრეს განათლების მნიშვნელობაზე ეკონომიკის განვითარებისთვის და იმ გზებზე, თუ როგორი განათლება და რა გზით უნდა მიიღონ ახალგაზრდება, რომ დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს უპასუხონ. პანელის მოდერატორი Future Laboratory Georgia–ს აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ქაშიბაძე იყო.

(R)

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო