გიორგი ვაშაძე მაიკ პომპეოს გადაწყვეტილებაზე - ეს ფუნდამენტურად შეცვლის საარჩევნო გარემოს და არ მისცემს ძალადობის შესაძლებლობას დამსხვრეული ოცნებების პარტიას

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მიესალმება და ზე-მნიშვნელოვანს უწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს გადაწყვეტილებას, საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლებად სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოხალისეების გამოგზავნას.

გიორგი ვაშაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ საქართველოს გვერდით იქნება იმისთვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნები შედგეს.

„ეს არის ზე-მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ფუნდამენტურად შეცვლის საარჩევნო გარემოს. ჩვენ ბევრი ვიბრძოლეთ ამისთვის და დიდი მადლობა ჩვენი ქვეყნის ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომ ისინი იქნებიან ჩვენთან ერთად იმისათვის, რომ ქვეყანაში შედგეს დემოკრატიული არჩევნები. ამავე დროს, არ მიეცეს ძალადობის შესაძლებლობა, რომელიც უკვე დაიწყო დამსხვრეული ოცნებების, ივანიშვილის პარტიამ საქართველოში. ძალიან მიხარია და ძალიან კარგია, რომ ისინი ჩვენთან ერთად იქნებიან და აქტიურად ჩაერთვებიან არჩევნების მონიტორინგში,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახური ავრცელებს.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს