„ვითიბი ბანკი“ მომხმარებლებს იპოთეკურ სესხზე აქციას სთავაზობს

„ვითიბი ბანკის“ მიერ გამოცხადებული აქციის თანახმად, იპოთეკური სესხის აღება ან ნებისმიერ საფინანსო ორგანიზაციაში უკვე აღებული სესხის რეფინანსირება არის შესაძლებელი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბი ბანკის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათი ცნობით, აქციის პირობები მაქსიმალურად არის მორგებული მომხმარებლის მოთხოვნებზე და ყოველთვიური შენატანის შემცირების რეალურ შესაძლებლობას იძლევა.

„მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ დღეიდან „ვითიბი ბანკში“, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხების საპროცენტო განაკვეთი, იქნება ფიქსირებული და არ შეიცვლება 5 წლის განმავლობაში, ხოლო შემდეგ სტანდარტული პირობები ამოქმედდება და სესხის საპროცენტო განაკვეთი მიებმება რეფინანსირების განაკვეთს. ამასთან ერთად, 2019 წლამდე გაცემული ნებისმიერი ტიპის იპოთეკური სესხის რეფინანსირება შესაძლებელია შემოსავლების დადასტურების გარეშე, 20 წლამდე ვადით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

22.09.2025 / 09:13

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025