გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TEDQUAL სერტიფიკატის გადაცემის ცერემონიალი კავკასიის უნივერსიტეტში

17 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი შაჟონგ ჟუ ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, შაჟონგ ჟუმ კავკასიის უნივერსიტეტს პირადად გადასცა საერთაშორისო სერტიფიკატი TEDQUAL, რომელიც კავკასიის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამამ მოიპოვა.

კავკასიის უნივერსიტეტი პირველია საქართველოში და ერთ-ერთი პირველი რეგიონში, რომელმაც აღნიშნული სერტიფიცირების პროცესი წარმატებით გაიარა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის TedQual სერტიფიცირების სისტემა არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სტანდარტი ტურიზმის სფეროს განათლებაში, ტრენინგსა და კვლევაში, რომლის ადმინისტრირებასაც მტო-ის აკადემია ახორციელებს. ხარისხის სისტემა ამოწმებს ტურიზმის პროგრამების პედაგოგიურ და ორგანიზაციულ გამართულობას და ეფექტიანობას. სერტიფიცირების გავლით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ კავკასიის ტურიზმის პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია და სტუდენტებს მაღალკვალიციურ პროფესიონალებად ამზადებს. ამ წარმატებით საქართველო უმაღლესი განათლების გლობალურ კონკურენციაში მნიშვნელოვნად დაწინაურდა. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სერტიფიკატის მიღება პროგრამის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებას და მათზე ადეკვატურად პასუხს ნიშნავს.

მტო-ის TedQual ქსელში ჩაბმით, კავკასიის ტურიზმის სკოლა მიიღებს უფლებას მონაწილეობა მიიღოს აკადემიური პერსონალის და სტუდენტების გაცვლით პროგრამებში, ასევე უამრავ შესაძლებლობებს ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისთვის. უნივერსიტეტები, როგორიცაა: George Washington University, Università di Bologna, César Ritz Colleges: IHCR & UCCR, Bournemouth University, Université du Québec à Montréal – UQAM ასევე არიან ამ სისტემით სერტიფიცირებულები.

ტურიზმის საბაკალავრო პროგრამას, გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) საერთაშორისო აკრედიტაციის (TedQual) პროცესის წარმატებით დასრულებაში, კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა და მისი კონტრაქტორი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „სოლიმარი“ დაეხმარა.

კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლასა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის გაფორმებული მემორანდუმი მიზნად ისახავდა გრძელვადიან თანამშრომლობას და პროგრამისგან ტექნიკურ დახმარებას ტურიზმის საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებით.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - კრემლს ჩვენში ისეთი ძალის გამარჯვება აწყობს, ვინც კონფრონტაციული რიტორიკის ერთგული იქნება, ვერ შეძლებს ქვეყანში დიალოგისა და თანამშრომლობის ატმოსფეროს შექმნას
ქართული პრესის მიმოხილვა 29.10.2020
ანა დოლიძე - მჯერა, რომ უკეთესი საქართველოსთვის ბრძოლას  აქვს აზრი
პარტია „რეფორმერის“ თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი - შევქმენით პრეცენდენტი, თუ როგორ შეიძლება აწარმოო თანამედროვე პოლიტიკური საარჩევნო კამპანია
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ "მთავარი არხისა" და "TV 1"-ს ჟურნალისტებმა არქის შვილობილ კომპანიასთან მიმართებაში ცრუ ინფორმაცია გაავრცელეს
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
ნანა დევდარიანი - გაუპატიურების, ძალადობის, ცემის, წამების ამსახველი კადრები არავის დავიწყებია (R)
არჩილ ბენიძე - მწამებლებისა და მკვლელების დასჯა ერთადერთ პარტიას - "პატრიოტთა ალიანსს" შეუძლია (R)
„სილქფესტი“ მომხმარებლებს სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე ულიმიტო პირობებს შესთავაზებს
ექსპოჯორჯია აგრო ექსპორტის ფორუმს, ონლაინ - B2B ფორმატში გამართავს
ირმა ინაშვილი - "ქართული ოცნება" დამნაშავეა იმაში, რომ წლების მანძილზე ხელს აფარებდა დამნაშავეებს (R)
გიორგი ლომია - ციხის კადრებში ნათლად ჩანს, რომ პატიმრების წამებაში მთელი სისტემა იყო ჩართული (R)
ირმა ინაშვილი - "ნაციონალური მოძრაობა" ისტორიას და ფაქტებს ვერ წაშლის, რადგან ხალხს ყველაფერი ახსოვს (R)