დავით ბაქრაძე - მმართველი პარტია, რომელიც წინასწარ ამბობს, რომ არჩევნებს იგებს, განწირულია წაგებისთვის, მათგან განსხვავებით, სანერვიულო ყველა ოლქში გვაქვს

სანერვიულო არჩევნების წინ ყველა ოლქში გვაქვს, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“ , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიის კანდიდატებს კარგი პოზიციები აქვთ.

„ქართული ოცნება“ყველანაირად ასხივებს, რომ ხალხის აზრი არ აინტერესებთ და წინასწარ იციან, რომ არჩევნებს იგებენ, თავისთავად ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ასეთი გაჭირვება არ არის, მმართველი პარტია, რომელიც წინასწარ ამბობს, რომ არჩევნებს იგებს, განწირულია წაგებისთვის. ჩვენ მათგან განსხვავებით, რა თქმა უნდა, სანერვიულო გვაქვს, თუმცა ობიექტურად ვხედავთ, რომ მაგალითად თბილისში ჩვენს ორივე მაჟორიტარს მყარი პოზიცია აქვს და ვხედავთ, რომ ვაკეში ელენე ხოშტარია პირველ ადგილზეა. ვხედავთ, რომ პოზიციები კარგი გვაქვს ყველგან, უნდა ვიბრძოლოთ ყველგან, უნდა ვიყოთ ხალხთან და რაც მთავრია, ხალხს უნდა დავანახოთ, რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს მარტო თეთრი და შავი, ამ ქვეყანაში არ არსებობს ცუდი და უარესი“, - განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგობა რეგიონებში საერთო კანდიდატების წარდგენაზე სამწუხარო ფაქტი იყო.

„ყველგან ჩვენი ამოცანაა კონკურენციაში ვიყოთ მმართველ გუნდთან და დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. სხვანაირად ქვეყანას კრიზისიდან ვერ გამოვიყვანთ, ამიტომ შევთავაზეთ ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს მაჟორიტარებზე შეთანხმება რეგიონებშიც და მე მიმაჩნია სამწუხარო ნაბიჯად, როცა „ნაციონალურ მოძრაობამ“ ამაზე უარი თქვა“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ