გიგი უგულავა - კოალიციური მმართველობის მომხრე ვართ, რადგან დაბალანსებულია - თუ თქვენ გააფრენთ, მე დავაბალანსებ და თუ მე გავაფრენ, თქვენ დააბალანსებთ

ჩვენ ვართ კოალიციური მმართველობის მომხრე, რადგან დაბალანსებულია, თუ თქვენ გააფრენთ, მე დავაბალანსებ და თუ მე გავაფრენ თქვენ დააბალანსებთ, შესაბამისად, ერთხელ და სამუდამო უნდა გადავარდეს სამთავრობო ბატონყმობა ამ ქვეყანაში ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში განაცხადა.

უგულავას განმარტებით, ოპოზიციურ პარტიებს შორის „რეიტინგის დატოლება“ აზრმოკლებულია, რადგან მისი თქმით, ფაქტია, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ივანიშვილის დამარცხება ერთიანობის გარეშე ვერ მოხერხდება.

„მთავარი საკითხი თუ ჩვენ ოპოზიციაზე ვსაუბრობთ, არის ის, რომ ჩვენ არ ვიბრძვით და, იმედი მაქვს, რომ არც „ნაციონალური მოძრაობა“, ამ რაღაც გამოგონილი სტატუსისთვის, რასაც „მთავარია ოპოზიციური პარტია“ ჰქვია იმიტომ, რომ ქვეყანა არის გადასარჩენი, ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ქვეყანა უკუსვლას განიცდის, ქვეყანა ჭაობში ჩაძირა ივანიშვილმა და რა გვერქმევა ჩვენ და რა სტატუსით ვიქნებით წარმოდგენილი პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩემთვის და „ევროპული საქართველოსთვის“, მეორეხარისხოვანი და მეათეხარისხოვანია, ამიტომ რეიტინგების დატოლებას არანაირი აზრი ამ შემთხვევაში არ აქვს, ფაქტი არის ერთი, რომ ერთმანეთის გარეშე 31 ოქტომბრის შემდეგ, ჩვენ ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ. ამიტომ კონკურენცია და განსხვავების ჩვენება არის მნიშვნელოვანი, ჩვენ დავტოვეთ თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“ კონკრეტული მიზეზების გამო და ეს მიზეზები არ გამქრალა. სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ეს განსხვავებები, მათ თავისი გზა და ტაქტიკა აქვთ, ჩვენ არ ვართ პოპულისტური პარტია, ვართ ერთგული ევროპული ღირებულებების, ვაცნობიერებთ წარსულის პრობლემებს და არ ვაპირებთ ამ წარსული შეცდომების გამეორებას, ამავე დროს, ვართ კოალიციური მმართველობის მომხრე. ამიტომ რეიტინგები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რას ვაკეთებთ შემდეგ“,- განაცხადა გიგი უგულავამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა