წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს

წინანდლის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტვივალი წინანდლის ისტორიულ მამულში 17-დან 20 სექტემბრამდე გაიმართება.

ამჯერად, მხოლოდ 4 დღის განმავლობაში, წინანდალი კვლავ მოგვევლინება კლასიკური მუსიკის ცენტრად.

წლევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ფესტივალის ფორმატი განსხვავებულია: შემცირებულია ხანგრძლივობა და მონაწილეთა რაოდენობა, არ მოხდა ახალგაზრდული პანკავკასიური ორკესტრის შეკრება და შეზღუდულია კონცერტებზე დასწრების მსურველთა რიცხვიც.

საქართველოში, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, კოვიდ 19-ის გავრცელების გამო ფესტივალის ორგანიზატორებს უამრავი სირთულის დაძლევა მოუხდათ, თუმცა, წინანდლის ღია ამფითეატრში მსმენელის წინაშე მაინც წარსდგებიან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები: მარტა არგერიხი, ლიზა ბათიაშვილი, ნელსონ გიორნერი. ასევე, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი კამერული შემადგენლობით და სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი.

წინანდლის ფესტივალის მუსიკალური დირექტორი, დღევანდელობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული დირიჟორი, მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა, წლევანდელ ფესტივალს არ დაესწრება.

წელს ფესტივალის მონაწილეების და სტუმრების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება ორგანიზატორების მთავარი პრიორიტეტია. მამულის ტერიტორიაზე სტუმრების მიღება მოხდება საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით.

საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი გასულ წელს დაარსდა და შარშან წინანდლის მამულმა 40-მდე კონცერტს უმასპინძლა, რომელშიც აღიარებულ ვარსკვლავებთან ერთად, კამერული და სიმფონიური ორკესტრები მონაწილეობდნენ. შარშან შედგა ფესტივალის ფარგლებში დაარსებული პანკავკასიური ორკესტრის დებიუტი, რომელმაც 80-მდე ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი გააერთიანა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნიდან.

წინანდლის ფესტივალის დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტრომი, ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის დირექტორი ავი შოშანი და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით საყვარელიძე.

წინანდლის ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, მარტინ ენგსტრომი და სამხატვრო კონსულტანტის ავი შოშანი:

“ჩვენ მადლობას ვუხდით ყველა არტისტს, ვინც ასეთი ენთუზიაზმით დათანხმდა ჩამოსულიყო წინანდლის წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ასეთი ერთგულება ამ განსაკუთრებული ადგილისადმი ძალზე ამაღელვებელია. ამ განწყობას იზიარებს შარშან გამართულ პირველ ფესტივალზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული მაყურებელიც.

ყველა, ვისაც რამე კავშირი აქვს ფესტივალთან, მოუთმენლად ელოდება შესანიშნავი მუსიკის ზეიმს ამ ოთხი დღის განმავლობაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მუსიკის ძალას გააერთიანოს ადამიანები ძნელბედობის დროს.”

გიორგი რამიშვილი სილქ როუდ ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, წინანდალის ფესტივალის დამფუძნებლი:

“მოხარულები ვართ, რომ შევძელით ამ რთულ დროს ისევ ვუმასპინძლოთ წინანდალის ფესტივალის მაყურებელს და შევთავაზოთ მუსიკა ცოცხალი შესრულებით. ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ყველა შემსრულებლის, ვინც ფესტივალის მიმართ ასეთი ერთგულება გამოიჩინა და წინანდალში ჩამოვიდა. ვერაფერი შეედრება ცოცხალი შესრულების ძალას, რადგანაც მხოლოდ ცოცხალი შესრულებისას არის შესაძლებელი მუსიკოსის ემოციური კავშირი აუდიტორიასთან.”

წინანდლის მუსიკალური ფესტივალის წარმდგენია კომპანია სილქნეტი.

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით