ირმა ნადირაშვილი - 21-ე საუკუნეში ადამიანებს მათ ოჯახებთან ერთად არ უნდა უწევდეთ ცხოვრება გაუსაძლის მდგომარეობაში

21-ე საუკუნეში ადამინებს მათ ოჯახებთან ერთად არ უნდა უწევდეთ ცხოვრება გაუსაძლის მდგომარეობაში“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთავსა და გარდაბანში, ირმა ნადირაშვილმა, რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ადგილობრივებთან შეხვედრისას განაცხადა.

პარტიის ინფორმაციით, ირმა ნადირაშილი დასახლებაში ხათუნა მოსიაშვილის ოჯახში იმყოფებოდა, რომელსაც მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აწუხებს. მათივე განმარტებით, ბინის ქირის გადაუხდელობის გამო ოჯახი ახლობლის მიერ შეთავაზებულ ფართში გადავიდა, სადაც საცხოვრებლად გაუსაძლისი მდგომარეობაა, არ არის წყალი და ელექტროენერგია გადმოყვანილი აქვთ მეზობლისგან. ოჯახის ცნობით, არაერთხელ მიმართა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებისთვის, მაგრამ უშედეგოდ.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, 21-ე საუკუნეში ადამიანებს მათ ოჯახებთან ერთად არ უნდა უწევდეთ ასეთ გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრება.

„ეს არის რუსთავი, ჭყონდიდელის დასახლება, სამშვილდის ქუჩა, ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ამ ქუჩაზე, 18 წლის ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობს სახლში, სადაც არ აქვთ ელექტროენერგია, სადაც არ აქვთ გაზი, წყალი და საპირფარეშო.

ეს ერთი შეხედვით არის წარმოუდგენელი, თუმცა ეს ადამიანები ცხოვრობენ ასეთ პირობებში. ეს რომ არ იყოს ძალიან ხშირი პრობლემა, ეს რომ არ იყოს ძალიან ბევრი ადამიანის გასაჭირი, შესაძლოა, ამხელა ყურადღება არ გაგვემახვილებინა, თუმცა საქმე იმაშია, რომ ეხლა, 21-ე საუკუნეში, ძალიან ბევრ ადამიანს უხდება ასეთ მძიმე ვითარებაში ყოფნა და მითუმეტეს, რომ ამ ქალბატონმა მიმართა არაერთ სამხახურს, არავისგან, მათ შორის რუსთავის მერიის მხრიდან, რეაგირება არ ყოფილა,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა