რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად

საქართველოს გაუმართლა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მშვიდობიანი ურთიერთობები აქვს თითქმის ყველა მეზობელთან, არამედ იმიტომაც, რომ ქვეყნების უმეტესობაზე უკეთ მართა კოვიდ19-ით გამოწვეული კრიზისი. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყანამ ძალიან სწარაფად გააცნობიერა ამ მომაკვდინებელი ვირუსის დიპლომატიურ ინსტრუმენტად გამოყენების პოტენციალი. თბილისმა დახმარების ხელი გაუწოდა ერევანს ჯერ კიდევ ივნისში (წინა პერიოდში არსებული დიპლომატიური უთანხმოების მიუხედავად) და დიდსულოვნად გაუღო სამედიცინო დაწესებულებების კარები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას.

საინტერესოა ზემოაღნიშნულის შედარება ბოლო ხანებში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან. სამშვიდობო შეთანხმება ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს შორის ისტორიულ მოვლენას წარმოადგენს, რომელმაც კაცობრიობის სასიკეთოდ გააერთიანა ახლო აღმოსავლეთის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი და გამორჩეული სახელმწიფო. ახლა, გლობალური პანდემიის დროს, როგორც არასოდეს მნიშვნელოვანია ძალების გაერთიანება და საერთო ენის გამონახვა. „აბრამის აკორდის“ (Abraham Accord) სახელით ცნობილი სამშვიდობო შეთანხმება სწორედ შედეგების სწრაფი და დაუყოვნებლივი მიღებისთვის არის გამიზნული.

ისრაელის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ლიდერებმა ამ შეთანხმებას უწოდეს „ისტორიული უმნიშვნელოვანესი დიპლომატიური ნახტომი, რომელიც განამტკიცეებს მშვიდობას ახლო აღმოსავლეთში“, „ახალი რუკის შექმნა“ და „რეგიონში უდიდესი პოტენციალის ამუშავებისთვის გზის გახსნა“. უფრო მეტიც, ისრაელისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ჯანდაცვის მინისტრები უკვე შეთანხმდნენ, რომ ითანამშრომლებენ ჯანდაცვის საკითხებზე, განსაკუთრებით კორონავირუსთან დაკავშირებით და საფუძველს ჩაუყრიან ბიზნესდელეგაციების მუშაობასა და სტუდენტთა გაცვლით პროგრამებს.

პირველ ბიზნესშეთანხმებაში, მას შემდეგ, რაც ისრაელმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ განაცხადეს, ემირატების საინვესტიციო და ისრაელის ტექნიკურმა კომპანიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას კორონავისრუსის ერთობლივი კვლევისა და მისი ტესტირებისთვის საჭირო ხელსაწყოს შექმნის შესახებ, რომელიც უფრო სწაფად და უტყუარად დასვამს დიაგნოზს. ამ ორმა ქვეყანამ ვალდებულება აიღო, რომ ერთობლივად იმუშავებს სამედიცინო კვლევებსა და ფარმაცევტულ საკითხებზე, განსაკუთრებით კი კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირებასა და ვირუსის მკურნალობაზე. ემირატების საინვესტიციო კომპანიამ ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ისრაელის წამყვან საავადმყოფოსთან, რის შედეგადაც ისრაელი სამედიცინო ტურიზმის კუთხით განისაზღვრა ახალ და უმთავრეს ადგილად არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის. ორივე ქვეყანა მნიშვნელოვნად დააზარალა კორონავირუსთან დაკავშირებულმა კრიზისმა და სწორედ ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ თანამშრომლობის პირველ ნაბიჯად სწორედ ჯანდაცვის სფერო შეირჩა.

ორივე სახელმწიფო, ისრაელი და არაბთა გაერთიანებული საამიროები, ახალგაზრდა ქვეყნებია, რომლებმაც სულ რამდენიმე ათწლეულში მოახერხეს და მიაღწიეს დინამიურ და წარმატებულ ეკონომიკურ განვითარებას. ორივე ქვეყანა იმყოფება ინოვაციისა და ტექნოლოგიური განვითარების წინა ხაზზე და ორივეს აქვს ახლისკენ სწრაფვის ერთნაირი სულისკვეთება. შესაბამისად, ვაჭრობისა და ბიზნესკავშირების გაფართოება სასარგებლო იქნება ორივე სახელმწიფოსთვის. ისრაელის ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელსა და არაბთა გაერთიანებული საამიროები შორის ექსპორტმა და ინვესტიციებმა შესაძლოა მალე წელიწადში რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს მიაღწიოს. კიბერუსაფრთხოება, ენერგეტიკა, მედიცინა, ფინანსები, კომუნიკაციები და სოფლის მეურნეობა მხოლოდ რამდენიმე სფეროა, რომლებიც მიიღებენ სარგებელს, განსაკუთრებით, ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდით ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის.

აღნიშნული ინიციატივები და სამომავლო საქმიანობებში თანამშრომლობა ისრაელს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინს შორის ურთიერთობების დარეგულირების მიზნით განსახორციელებელი ზღვა სამუშაოების მხოლოდ წვეთია. ამ შეთანხმების შედეგად, მალე გაუმჯობესდება სამივე ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრება, რაც საშუალებას მისცემს რეგიონის სხვა ქვეყნებს გააცნობიერონ ის უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ისრაელთან მშვიდობიან ურთიერთობებს მოაქვს. აშშ კვლავ რჩება მთავარ მოთამაშედ რეგიონში და ყველა მხარის ერთგულ მოკავშირედ. მან უმნიშვნელოვანესი ძირითადი როლი შეასრულა ამ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში.

ჩვენს წინაშე დღეს არსებული გამოწვევები ურიცხვია, როგორც ამას ყოველდღიურად ადასტურებს მდგომარეობა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ კავკასიაშიც. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესი და უპირველესია, გავაერთიანოთ ჩვენი შესაძლებლობები ჩვენივე მოქალაქეების საკეთილდღეოდ. მოვუწოდებთ ყველას, ვინც თვალს ადევნებს ამ ისტორიულ მომენტს, გამოთქვან საკუთარი მხარდაჭერა ამ შეთანხმების მიმართ და სხვებსაც მოუწოდონ, გააკეთონ იგივე.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით