გიგა ბოკერია მიხეილ ყაველაშვილს - ჩვენ შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავას უსმენენ, ხმაური იყო.

ხმაური "ევროპული საქართველოს" წევრების მიერ სხდომათა დარბაზის დატოვებამ გამოიწვია, რაზეც უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა მათ მიმართა, რომ ისევე გარბიან დარბაზიდან, როგორც "ომის დროს გარბოდნენ".

აღნიშნულზე მას გიგა ბოკერიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა - "ჩვენს შორის ვინც ომის დროს გარბოდა, იმის დედა ვატირე".

მომხდარს გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე და კოლეგებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"კორექტულად, პარლამენტში გინება არ არის ღირსეული საქციელი", - განაცხადა მან.

"ევროპულმა საქართველომ" დარბაზი მას შემდეგ დატოვა, რაც კითხვა- პასუხისა და დაზუსტებების პროცედურა დასრულდა.

ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ომის დროს ქვეყნიდან გაქცევაში პლენარულ სხდომაზე თავდაპირველად ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დაადანაშაულა.

„თქვენი ნამართი კრიზისი ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში, როდესაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ზოგი რომელ საზღვარზე გარბოდა და ზოგი - რომელზე, ქვეყნის დასატოვებლად“,- მიმართა ეკონომიკის მინისტრმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ