ADB განვითარებად აზიას კოვიდ-19-ის შემდგომ აღდგენაში დაეხმარება

„აზიის განვითარების ბანკი“ (ADB) რჩება თავისი გადაწყვეტილების ერთგული პარტნიორობა გაუწიოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკებს კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის შემდგომი აღდგენისთვის,- განაცხადა ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ დღეს ADB-ის დირექტორთა საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

„ADB განაგრძობს თქვენი ნდობის მოპოვებას როგორც ურყევი პარტნიორი ძლიერი და მდგრადი აღდგენის მიმართულებით, ისეთ არაპროგნოზირებად ვითარებაში, რომელშიც ჯერ კიდევ იმყოფება ჩვენი რეგიონი. ჩვენი მუშაობა მდგრადი, მედეგი და მრავალმხრივი განვითარებისთვის ურთიერთნდობაზეა დაფუძნებული და თქვენთან, ჩვენს წევრებთან ერთად თანამშრომლობით ათწლეულების მანძილზეა ფორმირებული,“- განაცხადა პრეზიდენტმა ასაკავამ.

ADB-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა სიტყვით გამოვიდა ADB-ის მმართველთა საბჭოს 53-ე ყოველწლიური შეხვედრის მეორე ნაწილში გამართულ ბიზნეს-სესიაზე, რომელიც წელს კოვიდ-19-ის პანდემიის გამო ვირტუალური და შემოკლებული ფორმატით გაიმართა.

„ADB-მა აპრილში განაცხადა კოვიდ-19-თან გასამკლავებლად განვითარებადი წევრებისთვის 20 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფის შესახებ. დახმარების პაკეტში შევიდა სწრაფი გრანტები და ტექნიკური დახმარება მთავრობების გადაუდებელი სამედიცინო საჭიროებებისთვის; ახალი კოვიდ-19 პანდემიის საპასუხო ოფცია (CPRO), რომელიც ანტიციკლურ ხარჯვით პროგრამებს ხმარდება; ასევე ფინანსური სახსრები კერძო სექტორისთვის. ამ ეტაპზე პანდემიის წინააღმდეგ ADB-ს მიმართული აქვს დაახლოებით 11.2 მილიარდი აშშ დოლარი ფინანსური და ტექნიკური დახმარების სახით. განვითარების პარტნიორებთან ახლო თანამშრომლობის შედეგად ADB-მ თანადაფინანსებით სახით დამატებით 7.2 მილიარდი აშშ დოლარი მოიზიდა. პრეზიდენტმა ასაკავამ განაცხადა, რომ მაშინ როცა რეგიონი პანდემიის შემდგომი განახლებისთვის იღწვის, ADB თავის წევრებთან ურთიერთობას ექვსი მთავარი მიმართულებით განაგრძობს.

პირველი, ADB წაახალისებს რეგიონულ თანამშრომლობას და ინტეგრაციას რათა წევრებმა ის შესაძლებლობები გამოიყენონ, რასაც პოსტ-პანდემიურ ახალ რეალობაში განახლებული გლობალიზაცია მოიტანს.

„მართალია, ბევრს საუბრობენ, რომ ბოლოდროინდელი საზღვრების ჩაკეტვა და სამგზავრო რეგულაციები გლობალიზაციის დამუხრუჭების ნიშანია, მაგრამ მე მჯერა, რომ გლობალიზაცია დაბრუნდება, ოღონდ სახეშეცვლილი ფორმით,“ -განაცხადა პრეზიდენტმა ასაკავამ.

ADB განვითარებად წევრებთან ერთად იმუშავებს უფრო დივერსიფიცირებული ღირებულებათა და მიწოდების ჯაჭვების განსავითარებლად და რეგიონული საზოგადოებრივი კეთილდღეობის შესაქმნელად დაავადებათა გავრცელების უკეთესი კოლექტიური პრევენციის, კლიმატის ცვლილებების შედეგების შერბილებისა და რეგიონული ფინანსური უსაფრთხოების ბადის გასაძლიერებლად.

მეორე, კოვიდ-19-ის შედეგად გამძაფრებული უთანასწორო შემოსავლებისა და აბსოლუტური სიღარიბის წინააღმდეგ ADB გააძლიერებს ინვესტიციებს ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დაცვას, ყველასათვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნასა და ადამიანური კაპიტალის განვითარებას, რაც ასე საჭიროა ეკონომიკების გრძელვადიანი განვითარებისთვის.

მესამე, ADB გააძლიერებს მუშაობას კლიმატის ცვლილებების მიმართულებით გრძელვადიანი 2030 სტრატეგიის მიზნების მისაღწევად, როგორიცაა 2030 წლისათვის 80 მილიარდი აშშ დოლარის მობილიზება ჯამურ კლიმატურ ინვეტიციებში და მთლიანის ოპერაციების 75%-ის დაფარვა.

მეოთხე, ADB ინვესტიციას გააკეთებს საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ჯანდაცვის მონაცემთა ოპტიმიზაციაში; განათლებაში, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ფინანსებზე წვდომასა და დისტანციური მუშაობის განვითარებაში. ამავდროულად იმუშავებს ციფრული დაფარვის ხელმისაწვდომობისა და კიბერ უსაფრთხოების მიმართულებით. მეხუთე, ADB დაეხმარება წევრებს შიდა რესურსების მობილიზების გაძლიერებაში გადასახადების საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით, რადგან განვითარების ყველა მნიშვნელოვანი მიმართულება მოითხოვს ვალის მართვის პარალელურად, ფინანური რესურსების მოძიებისთვის მთავრობების შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

და ბოლოს, ADB მხარს დაუჭერს მისი განვითარებადი წევრების მიერ გადაგმულ ნაბიჯებს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინაციის მისაღებად და დაეხმარება სამართლიანი განაწილების სტრატეგიების ფორმულირებაში. ამის მისაღწევად ADB განაგრძობს თანამშრომლობის გამყარებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, მსოფლიო ბანკთან, GAVI-ვაქცინის ალიანსთან, ვაქცინის ექსპერტებთან და ფარმაცევტულ კომპანიებთან.

ორდღიანი ვირტუალური ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ADB-ის წევრების მინისტრებმა, განვითარების და ინდუსტრიის ექსპერტებმა, ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს. დღევანდელ ღონისძიებებს შორის იყო CNBC-ის დებატი: აზიის გადატვირთვა: ტექნოლოგია, ინვესტიცია და მდგრადი განვითარება და მმართველთა სემინარი თემაზე: განვითარებადი აზია პანდემიის მიღმა.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი”,-აღნიშნულია ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს