ტერევერკოს ქუჩის პირველ შესახვევში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობამ ტერევერკოს ქუჩის პირველ ჩიხში სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები დაასრულა და გზის მოწესრიგება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია 2 240 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტისა და ბორდიურის მოწყობა, ასევე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, მოეწყობა გამწვანების ზოლი. სამუშაოებისთვის 100 000 ლარია გამოყოფილი. აღნიშნულ ქუჩაზე, წვიმის დროს წყალი გუბდებოდა, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს გადაადგილებაში ხელს უშლიდა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიხედვით, 180 გრძ/მ სანიაღვრე ქსელი და საკომუნიკაციო ჭები მოეწყო. პროექტის დასრულება მიმდინარე თვის ბოლოს იგეგმება.

მიმდინარე სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა