ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“ არჩევნებში 24 ნომრით მიიღებს მონაწილეობას

31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებში ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური პარტია „მოქალაქეები“ 24 ნომრით მიიღებს მონაწილეობას,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს.

“მოქალაქეებმა“ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომ დროულად გაემართა ნომრის მინიჭებისთის წილისყრის პროცედურა, რადგან კანონი იძლეოდა ამის საშუალებას. ახალდაფუძნებული პარტიებისთვის ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო ცესკო-მ ბოროტად გამოიყენა მის ხელთ არსებული უფლებამოსილება და გააკეთა ეს დადგენილ ვადამდე მხოლოდ 10 დღით ადრე, რაც ნიშნავს რომ დღეს არჩევნებში მონაწილეობას იღებს პარტიები, რომლებსაც წლების განმავლობაში აქვს უცვლელად ნომერი, ხოლო ჩვენ მხოლოდ 40 დღე დაგვრჩა იმისთვის, რათა საკუთარ ამომრჩევლამდე მივიტანოთ ინფორმაცია რომ 31 ოქტომბერს, საარჩევნო ყუთებთან უნდა შემოხაზონ 24. ეს არის მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც ცესკო წარმატებით იყენებს“, - განაცხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ალეკო ელისაშვილის შტაბის გენერალურმა მდივანმა ივანე ნორაკიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს