20 სექტემბერს „საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ აღინიშნება

„საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინიციატივით, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის, თბილისის მერიის, საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ველოსპორტის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ევროპის მობილობის კვირეულის ფარგლებში, 20 სექტემბერს, „საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე“ აღინიშნება.

კვირეულის მთავარი მოწოდებაა, ნულამდე შემცირდეს ტრანსპორტით გამოფრქვეული ემისიები, რისი მიღწევაც შესაძლებელია მდგრადი ტრანსპორტის განვითარებით, კერძო ავტომობილების მოხმარების შემცირებით, ეკო-მეგობრული ტრანსპორტის გამოყენებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობით თუ ფეხით სიარულით.

ველომსვლელობა დაიწყება ვაკის პარკის ცენტრალურ შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან, გაგრძელდება ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით და დასრულდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ველოსიპედის მონუმენტთან.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლები, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, სპორტსმენები, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ღონისძიების დასასრულს სტუმრები სიტყვით გამოვლენ და კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამენ ჯანსაღი ტრანსპორტის მნიშვნელობას ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად