ირანი აშშ-ის განცხადებას, სანქციების ამოქმედების თაობაზე, „პროპაგანდისტულ ტრიუკს“ უწოდებს

ირანი აშშ-ის განცხადებას, თეირანისთვის გაეროს სანქციების მექანიზმის ამოქმედების შესახებ, ეხმაურება მას „პროპაგანდისტულ ტრიუკს“ უწოდებს.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, აღნიშნული ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან არის დაკავშირებული.

„აშშ-ის გადაწყვეტილება, სანქციების ავტომატური ამოქმედების მექანიზმის შესახებ, არ არის მხარდაჭერილი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ, რადგან აშშ აღარ არის თეირანის ატომური პროგრამის 2015 წლის ისტორიული შეთანხმების მონაწილე და არავითარი სამართლებრივი ბერკეტები აღარ გააჩნია“ , - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამად ჯავად ზარიფმა ირანის ტელევიზიით გამოსვლისას.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ცალმხრივ რეჟიმში ირანის წინააღმდეგ ყველა სანქციის ამოქმედებას აცხადებს, რომელიც 2015 წლამდე, „ბირთვული შეთანხმების“ გაფორმებამდე მოქმედებდა.

პომპეოს თქმით, სანქციები 19 სექტემბრის 20:00 საათიდან (ვაშინგტონის დროით) კვლავ ძალაშია.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება