„მემკვიდრეობა“ Emmy-ის საუკეთესო დრამატულ სერიალად დასახელდა

სერიალი „მემკვიდრეობა“ ნომინაციაში საუკეთესო დრამატული სერიალი Emmy-ის გამარჯვებული გახდა, - ამის შესახებ ინფორმაციას cbsnews-ი ავრცელებს.

სერიალის მსხაიობმა ჯერემი სტრონგმა დრამატულ სერიალში მამაკაცის პირველხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულების ნომინაციაში გაიმარჯვა, ქალის პირველხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად კი სერიალ „ეიფორიაში“ მონაწილეობისთვის მსახიობი ზენდაია დასახელდა.

დრამატულ სერიალში მამაკაცის მეორეხარისხოვან როლის საუკეთესო შესრულებისთვის ბილი კრუდაპი დაჯილდოვდა, მან ჯილდო სერიალ „დილის შოუში“ მონაწილეობისთვის მოიპოვა.

დრამატულ სერიალში ქალის მეორეხარისხოვან როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში კი ჯულია გარნერმა გაიმარჯვა ფილმ „ოზარკში“ შესრულებული როლისთვის.

დრამატული სერიალის საუკეთესო რეჟისორად ფილმ „მემკვიდრეობის“ რეჟისორი ანდრიჯ პარეხი დასახელდა, საუკეთესო სცენარის ავტორად კი - ჯეს არმსტრონგი.

რაც შეეხება დანარჩენ გამარჯვებულებს, საუკეთესო კომედიურ სერიალად „შითს ქრიკი“ (Schitt's Creek) დასახელდა, კომედიურ სერიალში მამაკაცის პირველხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ამავე სერიალში მონაწილებისთვის მსახიობმა იუჯინ ლევიმ გაიმარჯვა, ქალის პირველხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი ჯილდო ქეთრინ ოჰარას ერგო, ასევე სერიალ „შითს ქრიკში“ მონაწილეობისთვის.

ამავე სერიალის პერსონაჟებმა დენიელ ლევიმ და ენი მერფიმ კომედიურ სერიალში მამაკაცისა და ქალის მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესო შემსრულებლების ნომინაციებში გაიმარჯვეს.

კომედიური სერიალის საუკეთესო რეჟისორებად სერიალ „შითს ქრიკის“ რეჟისორები ენდრიუ ჩივიდინო და დანიელ ლევი დასახელდნენ, სცენარის საუკეთესო ავტორად კი - დანიელ ლევი აღიარეს.

შეგახსენებთ, Emmy-ის 72-ე დაჯილდოება ვირტუალურ ფორმატში რამდენიმე საათის წინ გაიმართა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა