საქართველო მდიდარია ისეთი მაღალი ეკონომიკური ღირებულების რესურსებით, როგორებიცაა კეთილშობილი და ფერადი ლითონები, საშენი მასალები, სამთო ქიმიური ნედლეული და მტკნარი, მინერალური და თერმული მიწისქვეშა წყლების საბადოები. საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი და მოძიებული 1000-მდე სასარგებლო წიაღისეულის საბადოდან მნიშვნელოვანი მოცულობა ჯერ კიდევ სახელმწიფოს მფლობელობაშია და ინვესტორის დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებელია მათზე მოპოვების ლიცენზიის გაცემა.
ბუნებრივი რესურსების მოპოვების უფლების შესაძენად აუცილებელია გარკვეული პროცედურების გავლა. დაინტერესებულ სუბიექტებს პროცედურებში მხარდაჭერას კომპანია კოლიერსი და MMS (Mining & Minerals solution) სთავაზობენ. მომსახურება საქმიანობის ყველა ეტაპს: შესაბამისი ლიცენზია/ნებართვის მოპოვების, სახელმწიფო ორგანოებთან ანგარიშგებისა და სხვადასხვა ორგანოებში წარმომადგენლობას მოიცავს და სერვისის სრულ ჯაჭვს ქმნის მომხმარებლებისთვის იქნება ეს ტექნიკურ-ეკონომიკური ხასიათის კვლევები, შეფასება, მოპოვება/გადამუშავებისთვის ოპტიმალური ტექნოლოგიის განსაზღვრა, სამთო აუდიტი თუ იურიდიულ მხარდაჭერა.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მომსახურების სრულიად ახალი ნიშა რეგიონში, რაც საბადოების საერთაშორისო სტანდარტის გამოყენებით ძიებას გულისხმობს. კოლიერსისა და MMS-ის ბუნებრივი რესურსების საკონსულტაციო გუნდი ლითონური საბადოს მარაგის შეფასებას ავსტრალიაში დაფუძნებული პროფესიული კომიტეტის JORC(Joint Ore Reserves Committee)-ს მიერ დადგენილი სტანდარტითა და საერთაშესო ექსპერტიზით ახლორციელებს.
ასევე, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ კოლიერსის მომსახურებით რომ მიიღონ პერსპექტიული მადანგამოვლინების უბნებზე წიაღისეულის შესწავლის უფლება, შეისწავლონ წიაღისეულის დეპოზიტები და განავითარონ სამთამადნო საქმიანობა.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კომპანიები ინვესტორებს დაეხმარებიან მათთვის საინტერესო ბიზნეს იდეის ფორმირებაში, წინასწარ იდენტიფიცირებულ რესურსებზე კი, მათ შორის: პოლიმეტალების, ბენტონიტის, ცეოლითისა და ქვა-ღორღის დეპოზიტებზე კონკრეტულ საინვესტიციო პაკეტებს შესთავაზებენ.
mm.colliers.ge | +995591222227 | maia.zavrashvili@colliers.ge
(R)