მარინა ეზუგბაია - საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დაინფიცირებულთა დღიური რიცხვი არ იზრდება და 152-დან 196-ს შორის მერყეობს.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ცხელ წერტილად ისევ აჭარა რჩება, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რისი შედეგიც სახეზეა და აჭარაშიც კლებისკენ მიდის სიტუაცია.

„მონაცემები არ იზრდება საბედნიეროდ, ჩვენ არ გადავედით 200-ზე მეტ რიცხვებში. სექტემბრიდან დაიწყო დაინფიცირებულთა რიცხვის მატება და ვმერყეობთ 152-დან 196-ს შორის, 200 არ გამხდარა. აგვისტოში კეთდებოდა დღეში დაახლოებით 7 000 ტესტი და დღეს, როგორც ვიცი ეს რიცხვი გაორმაგებულია და ამ მონაცემებით, საქართველო ჯერჯერობით „მწვანე ზონაში“ რჩება და ვნახოთ როგორი დინამიკა იქნება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგაბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3695 -ს შეადგენს, საიდანაც 1534 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს