„ევექსი ჰოსპიტლებმა“ ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ დამატებით 110 საწოლი აჭარისა და სამეგრელოს რეგიონში გამოყო

„ევექსი ჰოსპიტლებმა“ ქობულეთსა და ფოთში კორონავირუსით დაინფიცირებული პირების სამკურნალოდ დამატებით ორ ჰოსპიტალში 110 საწოლი გამოყო,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევექსი ჰოსპიტლებიდან“ აცნობეს.

„19 სექტემბრიდან ქობულეთის ჰოსპიტალმა კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების მიღება უკვე დაიწყო. მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე 53 მედპერსონალი ერთდროულად 70 დაინფიცირებული პაციენტის მართვას უზრუნველყოფს.

21 სექტემბრიდან კი კოვიდ-ინფექციის მართვაში 40-მდე მედპერსონალით დაკომპლექტებული და 40 საწოლზე გაშლილი ფოთის ჰოსპიტალი ჩაერთო. კოვიდ-ცენტრებად გადაკეთებული ორივე ჰოსპიტალი ინფექციური პროფილით საჭირო, გამართულ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს, სადაც საჭიროების შემთხვევაში, მხოლოდ დაინფიცირებული პაციენტებისთვის იქნება შესაძლებელი გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურებების გაწევა. ჰოსპიტლების სამედიცინო პერსონალი სარეზერვო გუნდებად დაკომპლექტდა და სამკურნალო პროცესში ისინი მონაცვლეობით ჩაერთვებიან.

დღეის მდგომარეობით, ევექსი ჰოსპიტლების მიერ კოვიდ-პაციენტების სამართავად თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში ჯამში 250 საწოლი გამოიყო. ეს არის ევექსი ჰოსპიტლების მიერ სახელმწიფოს მხარდაჭერის ფარგლებში საწოლფონდის გამოყოფის რიგით მეორე ეტაპი. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მომატებული Covid 19-ის შემთხვევებთან დაკავშირებით კორპორაციამ საქართველოს მასშტაბით 700-მდე საწოლის გამოყოფის მზაობა გამოთქვა “,- აღნიშნულია „ევექსი ჰოსპიტლების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ