არჩილ თალაკვაძე - ვისაც არ შეუძლია ობიექტური კვლევების ჩატარება, ან მისი წაკითხვა, ვურჩევ, დაელოდოს არჩევნებს

ჩვენ ვენდობით ჩვენს მოქალაქეებს, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ 31 ოქტომბერს დამაჯერებლად გაიმარჯვებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც „IPSOS”-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს გამოეხმაურა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, უკვე არსებობს არაერთი ავტორიტეტული კვლევა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, სადაც პირდაპირ ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს 56 %-ზე მაღალი ნდობა, რაც სრულიად საკმარისია საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის.

„ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით განხორციელებული კვლევებით თუ მათი ტელევიზიების ინტერპრეტაციები სხვადასხვა კვლევაზე, ეს ისეთივე სიმართლეა, როგორ დეზინფორმაციასაც ეს წყაროები ამ წლების განმავლობაში გვაწვდიდნენ. რამდენიმე კვლევა მინდა გაგახსენოთ, რომელიც 2012 წელსაც, 2016 წელსაც საზოგადოებას ეუბნებოდა ერთს, გარკვეულ პროცენტს და მერე, არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ 20-25 %-იანი განსხვავებები იყო ამ პროგნოზებში. ასე რომ, ვისაც არ შეუძლია ობიექტური კვლევების ჩატარება, ან მისი წაკითხვა, ვურჩევ იმ ადამიანებს, რომ დაელოდონ არჩევნებს და ნახავენ რეალურად, ვის რამდენი მხარდაჭერა აქვს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო