გიორგი ბარამიძე „ევროპულ საქართველოზე“ - თუ მომავალ პარლამენტში „ენმ“ დიდი უმრავლესობით იქნება, იძულებულიც გახდებიან სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურა სერიოზულად განიხილონ

განსაკუთრებით „ევროპულ საქართველოში“ უნდა ხვდებოდნენ, რომ არ არის გამართლებული, ახლა, ბიძინა ივანიშვილის ნაცვლად, მიხეილ სააკაშვილსა და ,,ნაციონალურ მოძრაობას” აგინონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ამისა სჯერა, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს.

„თუ ამას ვერ ხვდებიან ეს ნიშნავს, რომ რაღაც ბოღმა და გაბრაზება სჭარბობს და თრგუნავს საღ აზრს, რაც ძალიან ცუდია. მიუხედავად ამ გამოცდილებისა, მე მაინც მჯერა, რომ საღი აზრი მაინც გაიმარჯვებს და გაიმარჯვებს ის შინაგანი პატიოსნება, რომელიც ბევრ ადამიანს აქვს, მათ შორის „ევროპულ საქართველოშიც“, - აღნიშნა გიორგი ბარამიძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ „ნაციონალური მოძრაობა“ გაიმარჯვებს და მომავალ პარლამენტში დიდი უმრავლესობით იქნება, „ევროპულმა საქართველომ“ მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურა ,,სერიოზულად უნდა განიხილოს".

,,მე მაინც ვთვლი, რომ ისინი ერთის მხრივ, ვალდებულებიც და იძულებულებიც იქნებიან, რომ დაემორჩილონ ქართველი ხალხის ნებას, თუ ქართველი ხალხი გადაწყვეტს, რომ დიდი უმრავლესობით მომავალ პარლამენტში იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ და ის იქნება გამარჯვებული პარტია, სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატურა განიხილონ სერიოზულად და მასთან ერთად შექმნან ის უმრავლესობა, რომელმაც უნდა გამოიყვანონ საქართველო სიღარიბის, ეკონომიკური კრიზისა და უმუშევრობის ჭაობიდან. ყველას ვთხოვ, რაც არ უნდა გაღიზიანებული იყოს, საღ აზრს მოუხმონ, გადადონ ყველაფერი გვერდზე და კონცენტრირდნენ, გნებავთ კომპასი გავასწოროთ, ბიძინა ივანიშვილის მშვიდობიან დამარცხებაზე და შემდეგ ფართო საზოგადოების მონაწილეობით ვითანამშრომლოთ“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს