პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევას ითვალისწინებს

პარლამენტში კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევას ითვალისწინებს. შესაბამისი ცვლილებები "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ " კანონში შედის (კანონის მოქმედი რედაქციით დაზღვეულია მხოლოდ ფიზიკური პირების დეპოზიტები).

ამასთან, ცვლილებების თანახმად, დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს უფლება ექნება

კომერციულ ბანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ან/და გადაამოწმოს ადგილზე. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ენიჭება უფლებამოსილება აწარმოოს რეპო ოპერაციები. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სადაზღვევო შემთხვევის დადგომამ და პროცესების ანალიზმა ცხადყო, რომ აუცილებელია კომერციული ბანკებისაგან სააგენტომ მიიღოს და გადაამოწმოს არა მხოლოდ მათ მიერ წარმოდგენილი დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია, არამედ თავად შეამოწმოს იგი.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, კერძოდ,რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამ, გამოიწვია სადაზღვევო შემთხვევის ცნების განმარტების დახვეწა, კონკრეტულად კი გადახდისუუნარობისა და გაკოტრების ამოღება. კანონპროექტის მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევა დგება მხოლოდ კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას.

კანონპროექტით დაზუსტდა დეპოზიტის განმარტებაც. როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ყოველგვარი ინტერპრეტაციის გამოსარიცხად, არსებულ განმარტებას ემატება: მიმდინარე ანგარიში. კანონპროექტით დაკონკრეტდა, რომ სააგენტოს სახელმწიფო ხაზინის გარდა შეუძლია ანგარიში ჰქონდეს საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფონდის სახსრების განსათავსებლად(დღიური სარგებლის დარიცხვის მიზნით).

განმარტებითი ბარათის თანახმად, ვინაიდან, სააგენტოს მიერ დეპოზიტორთა ასანაზღაურებლად შერჩეული კომერციული ბანკი (აგენტი ბანკი) დეპოზიტორთა ანაზღაურების პროცესთან დაკავშირებით იღებს შესაბამის საკომისიოს, კანონპროექტით, დაკონკრეტდა, რომ ანაზღაურების გაცემის პროცესთან დაკავშირებული ხარჯები უნდა დაფინანსდეს დეპოზიტების დაზღვევის ფონდიდან, რათა არ დაექვემდებაროს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედებას და უზრუნველყოფილი იყოს ანაზღაურების ოპერატიულობა. დეპოზიტორების ანაზღაურების მიზნით, სააგენტოს ეძლევა უფლება გახსნას ანგარიში აგენტბანკში. კანონპროექტით განისაზღვრა, რომ კომერციული ბანკების შერწყმის შედეგად დეპოზიტორთა ანაზღაურების სპეციალური წესი დადგინდება სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტით. დაკონკრეტდა, რომ კომერციული ბანკი რეგულარულ სადაზღვევო შენატანს იხდის ეროვნული ვალუტით, დაანგარიშების და არა გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საერთაშორისო დონორების რეკომენდაციების და სააგენტოს მიერ ჩატარებულიანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ რისკზე დაფუძნებული სადაზღვევო შენატანის მოდელზე გადასვლა ამ ეტაპზე ნაადრევია, შესაბამისად მიზანშეწონილია ამ სისტემის მოქმედება შეჩერდეს 3 წლით, 2023 წლამდე.

აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა