ზურაბ ჭიაბერაშვილი - ინფორმაცია, რომელსაც ვიღებთ ჯანდაცვის სამინისტროსგან საჯაროდ, ხშირად არ ჯდება ლოგიკაში და სწორედ ამიტომაა საჭირო განმატებების გაკეთება

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს მეტი განმარტებისა და დეტალური ინფორმაციის გასაჯაროვებისაკენ მოუწოდებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებთან შედარებით ჩატარებული ტესტების რაოდენობა განახევრებული იყო, დღეს ინფიცირებულების რაოდენობა გაზრდილია. ჭიაბერაშვილის თქმით, ეს აჩენს ეჭვს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესებულია.

ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს მეტი განმარტებისა და დეტალური ინფორმაციის გასაჯაროვებისაკენ მოუწოდებს.

„დღეს ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა იმ ფაქტმა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს. ამ დროს ვხედავთ, რომ ჩატარებული ტესტების რაოდენობა პრაქტიკულად განახევრებულია. რაღაც მომენტში ეს რაოდენობა 12 000 -13 000 იყო, ხოლო დღევანდელი ინფიცირებულების გაზრდილი რაოდენობა პრაქტიკულად მივიღეთ ჩატარებული 5000-ზე ოდნავ მეტი ტესტიდან.

ამიტომ, ჩვენ საზოგადოებას აინტერესებს უფრო მეტი ახსნა-განმარტება, თუ უფრო ნაკლები ტესტიდან მეტი ინფიცირებულთა რაოდენობა ამოდის, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ეპიდემიის გავრცელება სინამდვილეში უფრო მასშტაბურია, რომ ჩაგვეტარებინა ისევ 11-12-13 000 ტესტი, დაფიქსირდებოდა უფრო მეტი ინფიცირების შემთხვევა.

ამიტომ, ამაზე, ჯანდაცვის სამინისტრომ უფრო მეტი განმარტება და დეტალური ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას.

ვირუსის გავრცელებას აქვს თავისი მათემატიკური ლოგიკა. საზოგადოებაში ეს კითხვები ჩნდება ჩატარებული ტესტების და იქიდან მიღებული დადებითი პასუხების რაოდენობასთან დაკავშირებით.ზოგჯერ, ინფორმაცია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტროსგან საჯაროდ ვიღებთ, არ ჯდება ლოგიკაში და სწორედ ამიტომაა საჭირო ამ განმატებების გაკეთება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა