პანდემიის დროს გააქტიურებული ქართული სტარტაპი - 0% საკომისიო და უფასო მიტანა 100 დღის განმავლობაში

ამერიკული კომპანიის შვილობილი, სოციალური კომერციის პლატფორმა MRKT-ი ქართულ ბაზარზე სატესტო რეჟიმში ერთი თვის წინ გამოჩნდა.

MRKT-ის აპლიკაცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს გაყიდოს ან იყიდოს ნივთი ონლაინ.

აპლიკაციის „ეპლის“ და „გუგლის“ სთორებიდან ტელეფონში ჩამოტვირთვა სრულიად უფასოდ არის შესაძლებელი.

კომპანიაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შოპინგ- პლატფორმების გააქტიურება. ამასთან, კომპანიაში მიიჩნევენ, რომ პირველ რიგში, მნიშნველოვანია, ინდივიდუალური “სელერების” დახმარება, მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროს შექმნა და ასევე ექსპორტის ხელშეწყობა.

"შესაბამისად, ექსპორტის და საერთაშორისო ბაზრის აქტუალობის გამო, აპლიკაციაში კომერციის წარმოება უცხოურ ვალუტაში ხდება.

სწორედ ამიტომ, გადაწყვიტა კომპანიამ 22 სექტემბრიდან ახალ წლამდე, 100 დღის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს საკომისიო მოუხსნას, რაც ნიშნავს, რომ “სელერები” პლატფორმაზე კომერციის წარმოებას, 1-ელ იანვრამდე სრულიად უფასოდ შეძლებენ",- აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, უფასო იქნება 100 დღის განმავლობაში, 3 კილოგრამამდე საერთაშორისო და ასევე შიდა ამანათების გაგზავნაც.

"საქართველოდან მსოფლიო მასშტაბით გზავნილების მიმოსვლის სირთულის და მაღალი ფასების გამო, მცირე ბიზნესს, ინდივიდუალურ მეწარმეებს თუ არტისტებს დღესდღეობით არ აქვთ პროდუქციის ფართო მასშტაბით რეალიზაციის საშუალება. გზავნილების სუბსიდირება კი იქნება, როგორც აღნიშნული პრობლემის ნაწილობრივ გადაჭრა და ექსპორტის ხელშეწყობა, ასევე არტისტებისა თუ სხვა ლოკალური “სელერების” და ლოკალური წარმოების წახალისება",- აღნიშნავენ კომპანიაში.

(R)

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია