ხათუნა სამნიძე - ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რათა მოქალაქეებს, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ განცდა, რომ არჩევნები თავისუფალ, ღია და გამჭვირვალე რეჟიმში იქნება

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები თავისუფალ, გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლება ასევე სათანადოდ არ სჯის ძალადობაში მონაწილე ადამიანებს, რაც დაუსჯელობის სინდრომს აჩენს.

„ხელისუფლება ერთი მხრივ არ იღებს ზომებს, რომ ძალადობის მონაწილეები შესაბამისად დასაჯოს და არ გააჩინოს განცდა, რომ დაუსჯელობის სინდრომია და ყველაფერი, რაც არჩევნებს უკავშირდება, შესაძლოა, ძალადობრივი მეთოდებით იყოს გადაწყვეტილი. მეორე მხრივ, ის არაფერს აკეთებს, რომ მოქალაქეებს, მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ განცდა, რომ არჩევნები იქნება თავისუფალ, ღია გამჭვირვალე რეჟიმში და ყოველ ჯერზე არ მოგვიწევს ბრიფინგების გაკეთება, საზოგადოების ინფორმირება იმაზე, რომ ხელისუფლება არასათანდო ზომებს იღებს და შესაბამისად, არ იქცევა იმისთვის, რომ არჩევნები თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს“, - განაცხადა სამნიძემ.

მისი თქმით, ამის მაგალითია საარჩევნო შტატების დარბევა, ძალადობრივი მეთოდების გამოყენება და ასე შემდეგ.

„როცა ვხედავთ, რომ ამ თვალსაზრისით არ ისჯებიან დამნაშავეები, რა თქმა უნდა, ეს მომავალში წაახალისებს სხვა, ასეთი ტიპის დანაშაულებს“, - განაცხადა სამნიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა