ახალგაზრდობის სააგენტო, რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების ციკლს აგრძელებს

ახალგაზრდობის სააგენტო აგრძელებს რეგიონული ახალგაზრდული ფორუმების ციკლს, რის ფარგლებშიც დღეს ფორუმი, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონს მოიცავს, ონლაინ ფორმატში გამართა.

ფორუმის გახსნით ნაწილში, სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად,ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე წარსდგნენ.

ხსენებული ფორუმების მიზანია „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“–ის განხილვა და ამ პროცესში ახალგაზრდების, ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების უშუალოდ ჩართვა. ფორუმზე სააგენტომ ახალგაზრუდული სტრატეგიის დოკუმენტის ამ ეტაპზე შემუშავებული ვერსია წარადგინა, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები რეკომენდაციების შესამუშავებლად თემატურ სამუშო ჯგუფებში გადანაწილდნენ.

ქვეყნის მასშტაბით ფორუმების დასრულების შემდეგ ახალგაზრდებისგან მიღებული რეკომენდაციები შეჯამდება და მომზადდება ანგარიში, რომელსაც სააგენტო "სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგიის 2025"-ის შემუშავებისას გაითვალისიწნებს.

რეგიონული ახალგაზრდული ფორუმები ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ (TA for Skills4Jobs) და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

„ახალგაზრდობის სააგენტო, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს რეკომენდაციებზე დაყრდნობით, სამწლიანი რეფორმის ფარგლებში საქართველოში ქმნის ახაგაზრდული სფეროს ეკოსისტემას. რეფორმის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ახალგაზრდების მონაწილეობრივი პოლიტიკის დანერგვაა და ფორუმების მიზანიც სწორედ ის არის, რომ ახალგაზრდები მთელი ქვეყნის მასშტაბით უშუალოდ ჩაერთონ იმ სტრატეგიის განსაზღვრაში, რომელიც მათ კეთილდღეობას ეხება“, - აცხადებს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი რეზო ჩარკვიანი.

„სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“-ი საქართველოს პარლამენტის მიერ, სააგენტოს ჩართულობით შემუშავებული „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ საფუძველზე იქმნება. დოკუმენტს, რომლიც ქვეყნის ახლაგაზრდულ სტრატეგიას მომავალი 5 წლის მანძილზე განსაზღვრავს, ახალგაზრდობის სააგენტო საქართველოში ევროკავშირის პროგრამის ,,Skills4jobs’’ საერთაშორისო ექსპერტის ჩართულობით.

აღნიშნულ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო