მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის

მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის

1 ოქტომბერი ახლოვდება, ანუ მე-3 და მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის შესაბამისი ფინანსური ანგარიშგებების წარდგენის დრო მოდის (მე-4 კატეგორიების საწარმოებისთვის ანგარიშგების წარდგენა სავალდებულო არ არის).

საბუღალტრო პროგრამა „ბალანსში“ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ჯერ კიდევ გასულ წელს აისახა. კერძოდ კი პროგრამაში შეიქმნა მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებისათვის ანგარიშგების მზა მოდელები - ფორმა რომელშიც, ბუღალტერმა შესაბამისი ფინანსური ინფორმაცია უნდა ასახოს.

მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოები ბალანსში შეძლებენ:

  • ანგარიშგების აწყობების შეუსაბამობების აღმოჩენას
  • ანგარიშგების თითოეულ უჯრაში შევსების ფორმულის მითითებას
  • ანგარიშგების თითოეულ უჯრაში მიღებული შედეგის ფორმულის მიხედვით გაშიფვრას და გაშიფვრის შედეგად პირველად დოკუმენტამდე ჩასვლას
  • ანგარიშგების უჯრის შევსების წესის ცვლილებას
  • აუდიტის ჩატარების შემდეგ მაკორექტირებელი გატარებების შეტანას პერიოდის მითითებით
  • ბუღალტრული ანგარიშგებების გამოტანას მაკორექტირებელი გატარებებით, ან მის გარეშე, ან მხოლოდ აუდიტორის გატარებების დათვალიერებას.

მე-3 კატეგორიების საწარმოებისთვის მზადაა ანგარიშგებები:

  • შემოსავლების, ხარჯებისა და გაუნაწილებელი მოგების
  • ფულადი ნაკადების
  • და ფინანსური მდგომარეობის შესახებ.

მე-3 და მე-4 კტეგორიის ანგარიშგებებს თან ახლავს ყველა შესაბამისი კატეგორიის ფორმულა სწორი ფინანსური მონაცემების გამოსატანად.

პროგრამა „ბალანსი“ 1c პლატფორმაზე შექმნილი მინი ERP-ის ტიპის სისტემაა, რომელშიც გაერთიანებულია: საწყობის პროგრამა, გაყიდვების პროგრამა, ბუღალტერია, ფინანსური აღრიცხვა და მენეჯერული რეპორტები.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: 591 766 766

(R)