შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების პროცესზე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე იკითხება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ე.წ. ოქროს მოწმე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე იკითხება. მას პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ბრეგვაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განმარტებით კი, ბრეგვაძეს დასამალი არაფერი აქვს და მზად არის, ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

"იაკობმა რაც იცოდა ყველა იმ ფაქტის შესახებ, რაც იმ საღამოს განვითარდა, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა, როგორც საგამოძიებო ორგანოებს, ასევე მასმედიის წარმომადგენლებს. მერწმუნეთ, იაკობს დასამალი არაფერი აქვს, კონკრეტული პირების იდენტიფიცირება არ შეუძლია, მან უბრალოდ ადამიანების ოდენობა იცის, დანარჩენს პროცესის შემდეგ მოგახსენებთ. რა კითხვები იქნება არ ვიცი, იაკობ ბრეგვაძე მზად არის, ყველა კითხვას უპასუხოს.

ყველა დანარჩენი სტუმარი მანქანით წავიდა, სრულიად შემთხვევით, 6 ადამიანი დარჩა მანქანის გარეშე, ყველა ერთად მოდიოდა თბილისში. მათი სახელებიც კი მაშინ არ იცოდა, იცოდა ჩაცმულობით. რაც შეეხება შემდეგ მოსულ ადამიანებს, მან ისინი სახეზე არ იცის, ვიცით რომ იყო სიბნელე. მას უფრო კარგად ახსოვს ის ორი ადამიანი, ვინც მაგისტრალზე წამოეწია და ნომრები გაცვალეს მისთვის უცნობმა ადამიანებმა. იაკობმა იფიქრა, რომ როგორც მან უშველა თავს, ისე უშველეს დანარჩენებმაც, რაზეც იაკობი საუბრობს, ამაზე კადრები არსებობს, როგორ შედის იმ სახლში და როგორ გამოდის იმ სახლიდან. ვთქვათ, იაკობ ბრეგვაძე ცრუობს, რას ვუშვებით იმ კადრებს?როცა იაკობი გამოდის იმ სახლიდან და გადადის მეორე მხარეს, აბსოლუტურად არაფერი ხდება. შესაბამისად, მან იფიქრა, რომ სხვებმაც თავს უშველეს. სანამ პატრული მოვიდოდა, იქამდე რომ ურეკავენ ბრეგვაძეს, იქაც ეუბნება, აზრი აღარ აქვს, კონფლიქტი ამოწურულია და ნუ მოხვალთო", -განაცხადა ჭკადუამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს