Samsung Galaxy S20 FE (Fan Edition) წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო

2020 წლის 23 სექტემბერს Samsung-მა S20 სერიის ახალი წარმომადგენელი, Galaxy S20 FE შესთავაზა საკუთარ მომხმარებელს FE იშიფრება, როგორც Fan Edition (ფანების გამოცემა), რაც კარგად ხსნის სმარტფონის არსს. Samsung-ი ყოველთვის გულდასმით უსმენდა საკუთარ გულშემატკივრებს, რადგან საბოლოო მომხმარებლის აზრი ყოველთვის მთავარია მომავალი პროდუქტის დიზაინისა და ტექნოლოგიური სრულყოფისთვის. ზუსტად ამ „კოლაბორაციის“ შედეგია სამსუნგის უახლესი სმარტფონი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგრამ ამავდროულად ფლაგმანურ ფუნქციებს მოიცავს და S სერიის სტანდარტებისთვის აუცილებელ ყველა პარამეტრს აკმაყოფილებს.

Covid 19- მა რადიკალურად შეცვალა მსოფლიო; და სწორედ დისტანციური ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, კიდე უფრო გააქტიურდა ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის მნიშვნელობა თითოეული ადამიანისთვის. Samsung Galaxy S20 FE ზუსტად ის სმარტფონია, რომელიც აწვდის ფლაგმანურ ფუნქციების რიგით მომხმარებელს მისაღებ ფასში.

Samsung Galaxy FE-ის აქვს 6.5 ინჩიანი უსაზღვრო Super AMOLED ეკრანი 405 ppi-ით (პიქსელების სიმჭიდროვე) და HDR10+ მხარდაჭერით, რაც საოცრად მკვეთრ, ბუნებრივ და ნათელ ფერებს გვპირდება. მისი მთავარი სიამაყე კი 120 ჰერციანი ეკრანია. სტანდარტულ 60 ჰერციან ეკრანებთან შედარებით, ეკრანზე მოძრაობის ბუნდოვნება 2-ჯერ ნაკლებია, საბოლოოდ ეს ეკრანის ანიმაციის 50%-ით უფრო მაღალ აღქმას გვაძლევს. Galaxy S20 FE წარმოდგენილია Samsung-ის 7nm-იანი პროცესორით Exynos 990-ითა და 6GB ოპერატიული მეხსიერებით, შიდა მეხსიერება - 128 GB ) რაც გაჯეტს ერთ-ერთ უსწრაფეს სმარტფონად აქცევს.

სმარტფონს, რომელსაც 6.5 ინჩიანი და 120 ჰერციანი ეკრანი აქვს ნამდვილად სჭირდება კარგი აკუმულატორი. Galaxy S20 FE წარმოდგენილია 4500 mAh ელემენტით, რომელიც ენერგოეფექტურ პროცესორთან თანწყობაში ერთ სრულ დღეს მაღალი დატვირთვის პირობებშიც კი გასტანს. სმარტფონს ასევე აქვს სწრაფი დამუხტვის ფუნქცია და მოჰყვება 15 ვატიანი სატენი. შესაძლებელია 25 ვატიანი სატენის ცალკე შეძენაც.

რაც შეეხება კამერებს, აქ გვხვდება სამმაგი კამერის სისტემა, რომელსაც სამუნგი უკვე (pro-grade) პრო კლასის გამოცდილებად მოიხსენიებს. მთავარი კამერა 12MP-იანი სენსორითა და უსწრაფესი ორმაგი პიქსელის ავტო ფოკუსით გვხვდება. მეორე ტელეფოტო კამერას აქვს 8 MP-იანი სენსორი და შესანიშნავ პორტრეტულ ფოტოებს გვთავაზობს. ხოლო მესამე, ულტრაგანიერი კამერა ასევე 12 MP-იანი სენსორით არის წარმოდგენილი და იდეალურია არქიტექტურული ნაგებობებისა და ჯგუფური ფოტოების გადასაღებად. კამერებს აქვთ შესანიშნავი დინამიკური დიაპაზონი, მკვეთრი ფერები, სტაბილური ექსპოზიცია და ძალიან კარგად ართმევს თავს ფოტოების ღამით გადაღებას. ვიდეოს გადაღება აქ 4K ფორმატში ხორციელდება და სმარტფონი იყენებს სამსუნგის ყველა არსებულ ტექნოლოგიას, სტაბილური და დინამიური ვიდეო ნამუშევრების შესაქმნელად. რაც მთავარია ვიდეო და ფოტო გადაღებისთვის სმარტფონში ჩაშენებულია 30X კოსმიური ზუმის (Space Zoom) ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია შორეული კადრების დეტალური დაფიქსირება.

როგორც პრემიალურ მოწყობილობას შეშვენის Samsung Galaxy S20 FE დახუნძლულია სენსორებით, მათ შორის: თითის ანაბეჭდის ოპტიკური სენსორი ეკრანში, 2D სახის ამომცნობი, კომპასი, აქსელერომეტრი, ბარომეტრი, გიროსკოპი, მანძილის სენსორი, სინათლის სენსორი და ა.შ. ასევე სმარტფონში განთავსებულია ყველა ის თანამედროვე ფუნქცია, რომლითაც სამსუნგი ძალაინ ამაყობს: დაცული საქაღალდე, ორმაგი მესენჯერი, Always On Display, ლურჯი ნათების ფილტრი, WiFi Direct , მულტიფანჯარა, ბიქსბის ინტელექტუალური ასისტენტი. სმარტფონს გააჩნია სტერეო დინამიკები, Dolby Atmos მხარდაჭერით, ასევე უსადენო Samsung DeX და ენერგიის გაზიარების ფუნქციები.

ქართველის ფანების ოცნება ახდა, ფლაგმანური სმარტფონი მისაღებ ფასად უკვე ხელმისაწვდომია. Galaxy S20 FE წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო! სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ ქსელებში უკვე შეგიძლიათ შეუკვეთოთ წინასწარ Galaxy S20 FE სამსუნგის ჰოლოგრამით და საჩუქარად მიიღოთ უახსლესი ფიტნეს-საათი Galaxy Fit2, ასევე ეკრანის დაცის 1 წლიანი გარანტია. ქართველ მომხარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს შემდეგი ფერები: ლურჯი, ლავანდა, მწვანე და წითელი. წინასწარი გაყიდვები სამსუნგის ოფიციალურ პარტნიორ მაღაზიებშია შესაძლებელი: ალტა, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრომარტი, მეგატექნიკა.

აქვე გვინდა კიდევე ერთხელ შეგახსენოთ, რომ Samsung-ის სმარტფონის შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებში. სმარტფონს, რომელსაც აქვს ჰოლოგამა, მოჰყვება ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება. სერვის ცენტრები დაზიანებულ ნაწილებს რა თქმა უნდა მხოლოდ ორიგინალი ნაწილებით ჩაანაცვლებენ. თქვენ გექნებათ წვდომა ყველა ოფიციალურ პროგრამულ უზრუნველყოფასა და აპლიკაციაზე, სმარტფონი მორგებული იქნება საქართველოში არსებულ ყველა მობილური ოპერატორების ქსელებთან. ამ უამრავი მიზეზის გამო, Samsung-ი მოგიწოდებთ შეიძინოთ ორიგინალი სმარტფონები მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით.

დაიმახსოვრე, ჰოლოგრამა გიცავს!

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით