მამუკა ტუსკაძე - თუ ადრე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი ღირსებას პატიმარს ულახავდა, ახლა პირიქით ხდება

„სჯობდა, კომპენსაცია მიგვეცა რეჟიმის მიერ დაჩაგრული პატიმრებისთვის, ვიდრე დღეს 9000-ზე მეტ მსჯავრდებულს ჰქონოდა უფლება, პირობითად, პანღური ამოერტყა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლისთვის“,-ასე აფასებს პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერი მამუკა ტუსკაძე პენიტენციურ დაწესებულებებში დღეს არსებულ მდგომარეობას.

მისი თქმით, დღეს პატიმრები იმაზე მეტ დანაშაულს ჩადიან, ვიდრე მანამდე ციხის ადმინისტრაცია ჩადიოდა.

„ამ ეტაპზე ყველაზე წარმატებული, შედარებითობის თვალსაზრისით, არის სასჯელაღსრულების სისტემა, თუმცა აქ მეორე უკიდურესობაა. ამ სისტემაში დღეს პატიმრები განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობენ. არადა, კანონი მათი უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას იძლევა. თუ წინა რეჟიმის დროს მათი უფლებები ძალიან ცუდი, უფრო სწორად, მიუღებელი ფორმით ილახებოდა, დღეს პირიქით ხდება. ანუ დღეს პატიმრები იმაზე მეტ დანაშაულს ჩადიან, ვიდრე ციხის ადმინისტრაცია ჩადიოდა მანამდე. ვფიქრობ, აქ სახელმწიფო მიდგომა არასწორია. სჯობდა, კომპენსაცია მიგვეცა რეჟიმის მიერ დაჩაგრული პატიმრებისთვის, ვიდრე დღეს 9000-ზე მეტ მსჯავრდებულს ჰქონოდა უფლება, მაგალითად, პანღური ამოერტყა სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლისთვის და შეელახა მისი ღირსება. ანუ, თუ 8-9 წლის წინ პირიქით ხდებოდა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელი ულახავდა ღირსებას პატიმარს, ახლა, სამწუხაროდ, როლები შეიცვალა და სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელს პატიმარი ულახავს ღირსებას“,- აღნიშნა მამუკა ტუსკაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანება „სოციალური სამართლიანობისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა