ამირან გამყრელიძის განცხადებით, იუსტიციის სახლთან მისული მოქალაქეებიდან ტესტირების შედეგად 4-ს კორონავირუსი დაუდგინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იუსტიციის სახლთან მისული მოქალაქეებიდან შემოწმების შედეგად 4-ს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, დღეს, 20.00 საათამდე იუსტიციის სახლთან მისულ მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის აღება შეუძლიათ, რომელთა პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.

„ჩვენ პარასკევს, ორშაბათსა და სამშაბათს ვაწამოებდით და დღესაც გრძელდება ტესტირება იუსტიციის სახლთან მიმსვლელებისთვის. სპეციალურად გაშლილია მაგიდები, ორი ბრიგადა მუშაობს და ტესტს ინტენსიურად იღებენ. 3 დღის განმავლობაში სრულად აღებულია 754 პირისგან ნიმუში, 538-ის კვლევა დღეს დილით დამთავრდა და იქედან 4 გახლდათ დადებითი, ანუ გამოკვლეულების 0.7%. კვლევა კიდევ გრძელდება, დღეს ცოტა ინტენსივობა დაკლებულია. დღეს ბოლო დღეა, რადგან მოგეხსენებათ, ეს გარკვეული გატესტვის მიზნით კეთდება, თუ როგორია ცირკულაცია შემთხვევით მოსულ ადამიანებში. ამიტომ, დღეს დღის ბოლომდე ვისაც გსურთ, იქნება ორი ბრიგადა და იმუშავებს. მოქალაქეებს შეუძლიათ მიბრძანდნენ, ტესტი აიღონ და ხვალ მათი პასუხებიც იქნება“,-განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:იუსტიციის სახლთან მისული მოქალაქეებიდან ტესტირების შედეგად 4-ს კორონავირუსი დაუდგინდა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს