ვლადიმირ ზელენსკი - ჩვენ 3 000 დაინფიცირებული გვყავს დღეში, სამწუხაროდ, ეს უკრაინაში მეორე ტალღაა

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა დაიწყო. მისი თქმით, დღეში 3 000 ახალი დაინფიცირებული უკვე ნიშნავს ეპიდემიის მეორე ტალღას. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ ამის შესახებ სლოვაკეთში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვერ გავრისკავთ როგორც უკრაინელების, ისე უკრაინაში სხვა ქვეყნებიდან ჩამომსვლელების მდგომარეობას. იზრდება დაავადებულთა რიცხვი, ამიტომ ჩვენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შემოსვლა გვაქვს აკრძალული. ვფიქრობ, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ასე მოვიქეცით, როცა პირველი ტალღა დაიწყო და მისი შეჩერება შევძელით“, - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

პრეზიდენტის თქმით, როგორც კი უკრაინაში სიტუაცია დასტაბილურდება, აუცილებლად გაიხსნება საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.

ცნობისთვის, 24 სექტემბრის მდგომარეობით, უკრაინაში სულ კოვიდ-19-ის 188 106 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3 757 პაციენტი გარდაიცვალა, 83 000-ზე მეტი პირი კი განიკურნა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 3 372 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს