დავით ბაქრაძე - დღეს ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, ზესტაფონის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის ოლქში, გიგი წერეთელი წარუდგინა.

დავით ბაქრაძის თქმით, დღეს ჩვენი ქვეყნის მომავალს ემუქრება უპერსპექტივობა, უიმედობა, სიღარიბე და გაჭირვება, ხოლო ამ ყველაფრის შეცვლას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ „ევროპული საქართველოს“ ამოცანას წარმოადგენს ნაკლები ძალაუფლების, კეთილდღეობისა და ფულის მიცემა მთავრობისათვის და მეტი კეთილდღეობის მიცემა ხალხისათვის.

„დღეს ძალიან ბევრი განსხვავებული ადამიანი ბრძანდებით მოსული ამ შეხვედრაზე, მაგრამ ვფიქრობ, ყველას გვაერთიანებს ერთი საერთო, ეს არის ცვლილებების და უკეთესობის მოლოდინი, ყველა ვხვდებით, რომ ასე ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება, იმიტომ, რომ ის, რაც დღეს ხდება, ქვეყნის მუდმივი უკუსვლა, გაჭირვების და სიღარიბის მუდმივი ზრდა, უიმედობის და უპერსპექტივობის მუდმივი მატება, ეს არის ის, რაც ემუქრება ჩვენ ხვალინდელ დღეს, ჩვენ მომავალს. ამიტომ, დღეს, ყველას გვაერთიანებს ერთი რამ, გარდამტეხი ცვლილებების მოლოდინი, რომელიც შეცვლის უიმედობას, სიღარიბეს და უპერსპექქტივობას და წაიყვანს ქვეყანას წინ.

ყველამ იცით, რომ დღეს ქვეყანაში არის უკიდურესი გაჭირვება, იზრდება ფასები, წამლებზე და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, გაზრდილია კრიმინალი და როდესაც ქართული ოცნების ლიდერი ამბობდა, რომ კრიმინალმა მხოლოდ ტელევიზორში მოიმატა, ეს იმიტომ, რომ ის ქუჩებში არ გადის და ამას ვერ ხედავს. ეს ყველაფერი, უმუშევრობა, სიღარიბე, გაზრდილი ფასები და კრიმინალი არის ჩვენი მთავარი გამოწვევა ამ არჩევნებზე ქართული ოცნების დამარცხებასთან ერთად დავამარცხებთ ამ პრობლემებსაც.

დღეს ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, ვართ ქვეყანა,სადაც მთავრობა ცხოვრობს კარგად, ხოლო ხალხი ცუდად, ხოლო ჩვენი მიზანია, რომ ეს შეცვცვალოთ, რათა ნაკლები ჰქონდეს მთავრობას და მეტი ჰქონდეს ხალხს. სწორედ ამას ეხმახურება ჩვენი გეგმა, რომ შევამციროთ ბიუროკრატიული ხარჯი 2 მლრდ. ლარით, შევამციროთ გადასახადები, რათა მეტი ფული დარჩეს ეკონომიკაში, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას და ხელფასები გაიზარდოს. მეტი კეთილდღეობა ხალხს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ქონებაში არსებული მიწა გადაეცეს ხალხს, ქვეყანაში მოსამართლეები აირჩიოს ხალხმა, პოლიციის უფროსები აირჩიოს ხალხმა, რათა ის ემსახუროს ხალხს და არა ბიუროკრატებს.

სწორედ ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, რომ ნაკლები ძალაუფლება მივცეთ მთავრობას და მეტი ხალხს, ნაკლები ფული მთავრობას და მეტი ხალხს, ნაკლები კეთილდღეობა მთავრობას, მეტი ფული ხალხს. ეს არის ჩვენი გუნდის ამოცანა და ეს მოიტანს გარდამტეხ ცვლილებებს.

ამ ოლქში, ჩვენ გვყავს ღირსეული კანდნიდატი, რომელიც აუცილებლად მოუტანს ამ რეგიონს გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც ჩადებს თავის ცოდნას, კომპეტენციას და შრომას ქვეყნისათვის და ამ რეგიონიოს კეთილდღეობისათვის”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა