„ვიშეგრადის ოთხეულმა“ მიგრაციის თაობაზე ევროკავშირის ახალ გეგმაზე უარი თქვა

„ვიშეგრადის ოთხეულმა“, რომელიც ცენტრალური ევროპის 4 ქვეყანას - ჩეხეთს, უნგრეთს, პოლონეთსა და სლოვაკეთს აერთიანებს, მიგრაციის თაობაზე ევროკავშირის ახალ გეგმაზე უარი თქვა.

აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენთან ბრიუსელში გაიმართა.

შეხვედრას ჩეხეთის, უნგრეთისა და პოლონეთის ლიდერები ესწრებოდნენ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა კი დასწრება ვერ მოახერხა, თუმცა მის პოზიციას ჩეხეთი წარმოადგენდა.

ურსულა ფონ დერ ლეიენთან შეხვედრის შემდეგ პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა მიგრანტებისთვის თავშესაფრის მინიჭების თაობაზე ახალი ინიციატივები გააკრიტიკეს და განაცხადეს, რომ „ვიშეგრადის“ ოთხეულისთვის“ ეს გეგმა მიუღებელია.

აღნიშნული ქვეყნების პოზიციაა, რომ ევროკავშირის საზღვრებს მიღმა სპეციალური პუნქტები შეიქმნას, სადაც ლტოლვილები თავშესაფრის მოთხოვნის თაობაზე განაცხადების გაკეთებას შეძლებენ, ნაცვლად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებში მიგრანტების გადანაწილება მოხდეს.

ევროკომისიამ 23 სექტემბერს ახალი გეგმა წარმოადგინა, რომელიც ითვალისწინებს, რომ ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ თავშესაფრის მაძიებლებზე პასუხისმგებლობები გადაინაწილოს „სავალდებულო სოლიდარობის“ მექანიზმის ფარგლებში. აღნიშნული ინიციატივის განხილვას ევროკავშირის ლიდერები უახლოეს სამიტზე აპირებენ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს