დონალდ ტრამპი - სიფრთხილეა საჭირო ფოსტით ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით, ეს დიდი თაღლითობაა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ფოსტით ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო.

ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა არჩევნები ლეგიტიმური მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მას დონალდ ტრამპი მოიგებს, პრეზიდენტმა არ უპასუხა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ფოსტით ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო.

„სიფრთხილეა საჭირო ფოსტით ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით. ეს დიდი თაღლითობაა. დარწმუნებული უნდა ვიყოთ იმაში, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება. მე კი არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ასე იქნება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

შეგახსენებთ, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ტარდება.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს