NASA Space Apps Challenge 2020 ონლაინ რეჟიმში გაიმართება

NASA Space Apps Challenge 2020 ონლაინ რეჟიმში 2-4 ოქტომბერს გაიმართება,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, NASA Space Apps Challenge Tbilisi ორგანიზებულია Tbilisi Startup Bureau-ს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით და მხარდაჭერილია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ.

„ NASA Space Apps მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიანი ჰაკათონია, რომელიც 200 სხვადასხვა ადგილას 48 საათზე დიდხანს მიმდინარეობს და აერთიანებს კოდერებს, მკვლევარებს, დიზაინერებს, მშენებლებს, ტექნოლოგებსა და შემოქმედებით ადამიანებს სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.

COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საზოგადოების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, NASA-მ Space Apps-ის გლობალურ ორგანიზაციულ გუნდთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ NASA Space Apps Challenge 2020 ონლაინ რეჟიმში გაიმართება 2-4 ოქტომბერს.

ჰაკათონის პარტნიორია Edison Store ელექტრონული კომპონენტები, რომელიც ჰაკათონის 2 გამარჯვებულ გუნდს საჩუქრად გადასცემს Arduino-ს სრულ კომოპლექტაციას.

ჰაკათონის პარტნიორები არიან DataFest Tbilisi, Zoomout • ზუმაუთი და Fablab Iliauni • ფაბლაბ ილიაუნი.

ჰაკათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს იდეა, ცოდნა, უნარები და სწრაფვა!

წელს ჰაკათონს აქვს 25 გამოწვევა 6 კატეგორიის მიმართულებით: დაკვირვება; ინფორმირება; შენარჩუნება; შექმნა; დაპირისპირება; დაკავშირება

დეტალურად გამოწვევების შესახებ: https://2020.spaceappschallenge.org/challenges

მონაწილეები რეგისტრირდებიან ინდივიდუალურად და არა ჯგუფის სახით. ჯგუფის შექმნა ან წევრის დამატება შესაძლებელია ღონისძიების დაწყებამდე ან მის პირველ დღეს. მიუხედავად იმისა, ჯგუფი როდის შეიქმნება, Space Apps-ის დაწყებამდე მონაწილეებს არ აქვთ პროექტებზე მუშაობის დაწყების უფლება.

ინგლისური სამუშაო ენაა და გამარჯვებული პროექტი Global Awards–ზე წარდგება.

რეგისტრაციის ბმულებია” https://forms.gle/4sU87aFM5fRNzyqk9 და https://2020.spaceappschallenge.org/locations/tbilisi/

რეგისტრაცია სრულდება 30 სექტემბერს, 23:59 საათზე”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა