პროკურორი - მიხეილ რამიშვილის მოლოდინებს რაც შეეხება, საქმეზე გრძელდება გამოძიება და დანაშაულში ჩართული პირების მხილება

მიხეილ რამიშვილის მოლოდინებს რაც შეეხება, ამ საქმეზე გრძელდება გამოძიება და დანაშაულში ჩართული პირების მხილება“, - ასე გამოეხმაურა პროკურორი დავით გუმბერიძე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც მოსალოდნელია მისი დაკავება.

პროკურორი განმარტავს, რომ დაკავებულ დავით ფურცხვანიძეს ბრალად მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება და ამ დროისთვის, საქმეში ჩართული სხვა პირების გამოვლენა მიმდინარეობს.

„ამ საქმეზე გრძელდება გამოძიება და, რა თქმა უნდა, გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების მხილების და დადგენის მიზნით, შესაბამისად, კონკრეტულად ვერ გავაკეთებ განმარტებას მიხეილ რამიშვილთან ან სხვა პირებთან დაკავშირებით, თუმცა გიდასტურებთ, რომ გრძელდება გამოძიება“, - განაცხადა დავით გუმბერიძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძეს, რომელმაც გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველ მიხეილ რამიშვილს სატელიტური ფოტოები მიაწოდა, ბრალად მტკიცებულების ფალსიფიკაციის და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის გავრცელება ედება.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, აღნიშნული საქმე თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებიდან ცალკე გამოიყო. პროკურორის ინფორმაციით, ამოღებულ იქნა დაკავებული დავით ფურცხვანიძის და მისი შვილის ტექნიკა და მობილური ტელეფონები.

დღეს ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ გამორიცხული არ არის ისიც მალე დააკავონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა