OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე მათი 380-მდე დამკვირვებელი იქნება წარმოდგენილი

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ ჯილიენ სტირკის განცხადებით, საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის დაახლოებით 380-მდე დამკვირვებელი იქნება წარმოდგენილი.

მისივე ინფორმაციით, დამკვირვებლები საქართველოში რამდენიმე ეტაპად ჩამოვლენ.

ამასთან, მისია შეაფასებს არჩევნების შესაბამისობას როგორც ეუთო-ს ვალდებულებებსა და სხვა საერთაშორისო მოვალეობებთან, ასევე დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებსა და ადგილობრივ კანონმდებლობასთან.

„ჩვენი მთავარი ჯგუფი შედგება 13 საერთაშორისო ექსპერტისგან და მოველით, რომ შემოგვიერთდება 27 გრძელვადიანი დამკვირვებელი და სავარაუდოდ, 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი. საბოლოო რაოდენობა მაშინ გვეცოდინება, როდესაც ეს მისიები ჩამოსვლას დაიწყებენ. დაახლოებით, იქნება 380 დამკვირვებელი", - განაცხადა ჯილიან სტირკიმ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა