კახა კუჭავა - ინფორმაცია, რომელიც დანაშაულთან მიმართებით სტატისტიკას ეხება, არ იმალება, შსს ერთ-ერთ იმ უწყებას წარმოადგენს, რომელიც მაქსიმალურად გახსნილია

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კახა კუჭავამ კრიმინალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებები და ამ საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის დღევანდელი განცხადება შეაფასა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, დანაშაულის გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია საჯაროა და შინაგან საქმეთა სამინისტროც უწყების საქმიანობის თაობაზეც მაქსიმალურად გახსნილია.

"სამწუხაროდ, იმდენად გავრცელებულია დეზინფორმაციის და უტიფარი ტყუილების თქმა კამერების წინ, არაფერი გამიკვირდება, რომ აქაც გარკვეულ ცდომილებებს ჰქონდეს ადგილი ან უბრალოდ ტყუილს, თუმცა ფაქტი ერთია, ინფორმაცია, რომელიც განსაკუთრებით დანაშაულთან მიმართებით სტატისტიკას ეხება, არ იმალება, ეს ინფორმაცია ღიაა. შსს ერთ-ერთ იმ უწყებას წარმოადგენს, რომელიც მაქსიმალურად გახსნილია ინფორმაციის მიწოდების კუთხით, ამიტომ აუცილებელია ეს ინფორმაცია გადამოწმდეს და ამის შემდეგ გაკეთდეს შეფასებები. დარწმუნებული ვარ, ამას არ დაიშურებენ,როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ორგანიზაციები",-განაცხადა კუჭავამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, წინა ხელისუფლების დროს, მაშინ, როდესაც ციხეებში სამჯერ მეტი ადამიანი იჯდა, 3-ჯერ მეტი დანაშაული ხდებოდა.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, „არჩევნებია და ოპონენტები ყოველთვის იტყვიან, რომ კრიმინალმა მოიმატა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო