"რუსთავი 2" დღეს ბრიტანული კომპანია Survation-ის მორიგ კვლევას გაასაჯაროებს

დღეს "რუსთავი 2" მორიგ წინასაარჩევნო კვლევას გაასაჯაროებს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბრიტანული კომპანია Survation ტელეკომპანიის დაკვეთით ამჯერად წინასაარჩევნო განწყობებს მაჟორიტარულ ოლქებში იკვლევს.

საველე სამუშაოები ჩატარდა 2020 წლის 12-15 სექტემბერს.

გამოიკითხა 1800 რესპონდენტი 6 მაჟორიტარულ ოლქში - ვაკის, გლდანის, რუსთავის, ფოთი-ხობი-სენაკის, მცხეთა-დუშეთი-ყაზბეგი-თიანეთის და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის ოლქებში. რესპონდენტები შეირჩნენ ასაკის, სქესის, გეოგრაფიის მიხედვით, მაჟორიტარული ოლქების დემოგრაფიულ მაჩვენებლებთან შესაბამისად.

"დღეს, რომ არჩევნები ტარდებოდეს რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას - ამ კითხვაზე პასუხებს დღეს 9 საათზე "კურიერის" მთავარ გამოშვებაში გაიგებთ. "რუსთავი 2" უახლოესი ორი კვირის განმავლობაში, პერიოდულად სხვა ოლქებში ჩატარებული კვლევების შედეგებსაც წარმოგიდგენთ. სულ გამოკითხული იქნება 9000 რესპონდენტი.

შეგახსენებთ, Survation არის საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანია ბრიტანეთიდან. ის ცნობილია როგორ ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი და წარმატებული ორგანიზაცია ბრიტანეთის ბაზარზე. მას გააჩნია პოლიტიკური კვლევების გამოცდილება უკანასკნელი რამოდენიმე წლის ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო პროცესებში", - ნათქვამია "რუსთავი 2"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს