ნაძალადევის რაიონში კორპუსების მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირი N39 ბ და ვ კორპუსების მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია ბოლო ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 2 600 კვ.მ ფართობზე იგება,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, მიმდინარე საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე გაეცნო.

„ამ მისამართზე ვასრულებთ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე, ორივე კორპუსის წყალარინების მოძველებული ქსელი შევცვალეთ. ორ დღეში დასრულდება ასფალტის დაგების პროცესი და მომავალი კვირიდან 140 ოჯახი კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 204 000 ლარი დახარჯა.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს