კახა კუკავა - 7 პრიორიტეტი გვაქვს, რაც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია

"თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კენჭს ვაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. რა წინასაარჩევნო პროგრამა აქვს „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს და რას პირდება ამომრჩეველს აღნიშნულის შესახებ კახა კუკავამ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა.

- საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩა ერთ თვეზე ოდნავ მეტი. როგორ შეაფასებდით ზოგადად ოპოზიციის შანსებს და კონკრეტულად „თავისუფალი საქართველოს“ პოლიტიკურ შესაძლებლობებს?

-ვფიქრობ, ოპოზიციის შანსები, სამწუხაროდ, არ არის გარანტირებულად მაღალი, ამას ბევრი მიზეზი აქვს, დაწყებული იქიდან რომ დღეს ყველაზე წამყვანი ოპოზიციური პარტია ვინც არის ძალიან დისკრედიტირებულია. შუააშისტურ სპექტრში არ არის გამოკვეთილი ერთი რომელიმე ცენტრი.

რაც შეეხება „თავისუფალი საქართველოს“ შანსებს, ჩვენ სოციოლოგიური გამოკითხვებით მოსახლეობის უმრავლესობა გვასახელებს იმ პარტიების ჩამონათვალში, რომელიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ, იმედი გვაქვს, არათუ გადავლახავთ ბარიერს, არამედ გავზრდით ჩვენს შედეგს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ვაჩვენეთ. არ გამოვრიცხავთ და გასამმაგდეს ჩვენი რეიტინგი, ვფიქრობ, 3-5% „თავისუფალმა საქართველომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უნდა აჩვენოს.

- გავიხსენოთ არჩევნებამდე განვლილი გზა. როგორი იყო „თავისუფალი საქართველოს“ მოქმედებები და რაც მთავარია შედეგები ?

-ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „თავისუფალი საქართველო“ ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, რომელსაც აქვს არალიბერალური, მწყობრი პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრამა. დანარჩენი პოლიტიკური სპექტრი, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნება“ თუ ე.წ. შუაშისტები, თუ დავაკვირდებით ერთმანეთს პერსონალურად უპირისპირდებიან, ერთმანეთს ეპითეტებს ეძახიან, „სისხლიანი“ „კორუმპირებული“. მათი ხედვები და დეკლარაციები იდენტურია.

„ თავისუფალი საქართველო“ პრაქტიკულად გამონაკლისია, რომელიც ამ ხედვებს არ ეთანხმება. ჩვენ გვაქვს განსხვავებული წარმოდგენები საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, ეკონომიკურ კურსზე და სოციალურ საკითხებზე. ეს არის მკაფიოდ არალიბერალური.

„თავისუფალი საქართველოსთვის“ მნიშვნელოვანია, რომ დავიწყეთ ქართულ რეალობაში არა უბრალოდ პროგრამების პრეზენტაცია, არამედ პროგრამების რეალიზება. იაფი მედიკამენტების პროგრამა ამის მკაფიო მაგალითია. ხალხს კი არ ვეუბნებით, რომ პროგრამა არჩევნების შემდეგ დაიწყება, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს იაფი მედიკამენტების პროგრამა, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობა გავაჩინეთ. ეს დღევანდელ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, მოსახლეობას დაკარგული აქვს ნდობა, მატყუარა პოლიტიკოსი სინონიმად იქცა და პირიქით. დღეს სწორი დაპირებებიც რომ შესთავაზო ამომრჩეველს, ნდობა ძალიან დაბალია.

- როგორ აფასებთ თქვენს კონკურენტს მმართველი გუნდიდან და ასევე თქვენს შანსებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში?

-არამხოლოდ ვაკისთვის, არამედ თბილისისთვის მნიშვნელოვანი პუნქტი შეიძლება იყოს მაღალსართულიან მშენებლობებზე მონიტორინგის გამოცხადება. ეს აუცილებლად გასაკეთებელი საკითხია. ეს თვითმმართველობის კომპეტენციაა, მაგრამ პარლამენტშიც მოვიფიქრებთ იმ რეგულაციებს, თუ როგორ მოხდეს თბილისის გადარჩენა „ბეტონის ჯუნგლებისგან“. ეს ყველაფერი განსაკუთრებით პრობლემატურია ვაკისთვის, გამომდინარე ახალი სქემიდან რაც ჭავჭავაძეზეა.

- ჩვენი საუბრის ბოლოს. რას ჰპირდებით საკუთარ მხარდამჭერებს. დაასახელეთ ის პირველი ნაბიჯი ან ინიციატივები, რომელსაც პარლამეტში მოხვედრის შემთხვევაში „თავისუფალი საქართველო“ გადადგამს.

-ჩვენ გვაქვს სამი ფუნდამენტური კანონპროექტი, რომელსაც შევთავაზებთ პარლამენტს. პირველი, ეს არის ცვლილებები ანტიდისკრინიმაციულ კანონში, ანტიდისკრიმინაციული კანონიდან ამოღებული იყოს ტერმინი „სექსუალური ორეინტაცია“ ჩვენ ვართ მომხრე, საქართველოს ყველა მოქალაქის უფლება ერთნაირად იყოს დაცული. არ შეიძლება იყოს ცალკე კანონი მართმადიდებლების უფლებებისთვის, ხოლო ცალკე კანონი ჰომოსექსუალებისთვის. ეს მიუღებელია.

მეორე კანონპროექტი შეეხება მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობას. გვინდა საფუძვლად ავიღოთ უნგრეთის მოდელი, როდესაც სახლემწიფო ფინანსურად წაახალისებს შობადობას.

მესამე კანონპროექტი იქნება შრომითი მიგრაციის აკრძალვა საქართველოში. უნდა შევაჩეროთ ნებისმიერ ტიპის მიგრანტების შემოდინება, განსაკუთრებით შრომითი მიგრანტების. ცენტრალურ მაგისტრალზე ავტობანის მშენებლობაზე მუშები ჩამოგვყავს პეკინიდან და შანხაიდან, ჭითურიდან და საჩხერიდნ უმშევბრები კი ესპანეთში გარბიან. ეს ყველაფერი შესაცვლელია.

ჩვენ გვაქვს 7 პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ საარჩევნო პროგრამაშია ეროვნულ თვითმყოფადობაზე. ასევე მნიშვნელოვანი იქნება კანონპროექტი იაფი მედიკამენტების და საბანკო სესხების რეკონსტრუქციაზე, ამ კანონპროექტების ინიცირებას მოვახდენთ არაუგვიანეს 2021 წლის საგაზაფხულო სესიაზე.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება