დღეს გადაწყდება, აირჩევენ თუ არა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ბრალდებულების ადვოკატები დღეს სასამართლოში მათი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ სისხლისამართლებრივი დევნის შეწყვეტას მითხოვენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც მცხეთის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს, ასევე გადაწყდება, აირჩევენ თუ არა, ბრალდებულები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ბექა ნემსიწვერიძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარს აცხადებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, რის გამოც, მიაჩნიათ, რომ სასამართლო უფრო კომპეტენტურად განიხილავს საქმეს, ვიდრე ნაფიცი მსაჯულები.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5 პირი: ნიკოლოზ რევაზიშვილი, არჩილ გაგნიძე, ზ.ხ., ა.ქ. და ვახტანგ ჩიქოვანი არიან ბრალდებულები.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს