თამარ ჟვანია - მნიშვნელოვანია პარტიებმა მოუწოდონ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ ძალადობისგან, მნიშვნელოვანია მსგავსი ქმედებების ჩამდენი პირების დადგენა და ფაქტებზე დროული რეაგირება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობის ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არ ჯდება ეთიკის იმ სტანდარტებში, რაზეც პოლიტიკური პარტიები ცესკოს ინიცირებულ ქცევის კოდექსზე ხელის მოწერით შეთანხმდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჟვანია განცხადებას ავრცელებს და მიიჩნევს, რომ მსგავს ფაქტებზე დროულად უნდა მოხდეს რეაგირება.

„გავრცელდა ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობის ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით. ასევე ცნობილი გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვები დაუშინეს. ეს ცალსახად არ ჯდება ეთიკის იმ სტანდარტებში, რაზეც პოლიტიკური პარტიები ცესკოს ინიცირებულ ქცევის კოდექსზე ხელის მოწერით შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში თავად პარტიებმა საჯაროდ დაგმონ მსგავსი ქმედებები და მოუწოდონ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისა და ძალადობისგან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მსგავსი ქმედებების ჩამდენი პირების დადგენა და მსგავს ფაქტებზე დროული რეაგირება“, - აღნიშნულია ცესკოს თავმჯდომარის განცხადებაში.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერის, გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ნიკა მელიას განცხადებით, საარჩევნო შეხვედრაზე ქვები დაუშინეს. ის აღნიშნულს "ქართულ ოცნებას" უკავშირებს.

ამასთან, გუშინ, სოფელ ნახიდურში დაპირისპირება მოხდა "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს შორის.

როგორ შსს-ში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო