„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდებს ბოლნისის ოლქში დაძაბულ საარჩევნო კამპანიას ადგილზე დააკვირდნენ

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ და ბოლნისის სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას ადგილზე დააკვირვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ბოლნისის სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე საარჩევნო კამპანია გასცდა კანონით დადგენილ ჩარჩოებს და გუშინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ჩვენი ძალებითა და შეზღუდული რესურსით აქტიურად ვაკვირდებით მიმდინარე საარჩევნო კამპანიას, მათ შორის, ბოლნისის სამაჟორიტარო ოლქში, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ხუთი სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის, ოპოზიციური პარტიის შტაბის დარბევის, სააგიტაციო მასალის განადგურების, ჟურნალისტისთვის საქმიანობის ხელის შეშლის და ფიზიკური დაპირისპირების. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლნისის ოლქში მიმდინარე საარჩევნო კამპანია ეტაპობრივად იძაბება და სცდება საარჩევნო კამპანიის დადგენილ ფორმებს.“ - განაცხადეს "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ში.

ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს შექმნან სამუშაო ჯგუფი, ადგილზე ჩავიდნენ და გაეცნონ სიტუაციას, რათა ხელი შეუწყონ უკვე დაძაბული სიტუაციის დეესკალაციას და საარჩევნო კამპანიისთვის მშვიდობიანი გარემოს შექმნას.

„ვინაიდან სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან არ ხდება დარღვევებზე სწრაფი რეაგირება, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშირისო დამკვირვებლების და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობის უზრუნველყოფა,“- განაცხადეს “სამოქალქო პლატფორმა 20/20“-ში.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ საერთაშორისო დამკვირვებლებს მოუწოდებს ბოლნისის ოლქში დაძაბულ საარჩევნო კამპანიას ადგილზე დააკვირდნენ

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს სამუშაო ჯგუფის შექმნისკენ და ბოლნისის სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე საარჩევნო კამპანიას ადგილზე დააკვირვებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, ბოლნისის სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე საარჩევნო კამპანია გასცდა კანონით დადგენილ ჩარჩოებს და გუშინ, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში პოლიტიკურ ჯგუფებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

„ჩვენი ძალებითა და შეზღუდული რესურსით აქტიურად ვაკვირდებით მიმდინარე საარჩევნო კამპანიას, მათ შორის, ბოლნისის სამაჟორიტარო ოლქში, სადაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკვე ხუთი სამართალდარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის, ოპოზიციური პარტიის შტაბის დარბევის, სააგიტაციო მასალის განადგურების, ჟურნალისტისთვის საქმიანობის ხელის შეშლის და ფიზიკური დაპირისპირების. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლნისის ოლქში მიმდინარე საარჩევნო კამპანია ეტაპობრივად იძაბება და სცდება საარჩევნო კამპანიის დადგენილ ფორმებს.“ - განაცხადეს "სამოქალაქო პლატფორმა 20/20"-ში.

ორგანიზაცია მოუწოდებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებს შექმნან სამუშაო ჯგუფი, ადგილზე ჩავიდნენ და გაეცნონ სიტუაციას, რათა ხელი შეუწყონ უკვე დაძაბული სიტუაციის დეესკალაციას და საარჩევნო კამპანიისთვის მშვიდობიანი გარემოს შექმნას.

„ვინაიდან სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან არ ხდება დარღვევებზე სწრაფი რეაგირება, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ადგილზე საერთაშირისო დამკვირვებლების და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობის უზრუნველყოფა,“- განაცხადეს “სამოქალქო პლატფორმა 20/20“-ში.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია