არჩილ თალაკვაძე - თუ რეკომენდაციებს დავიცავთ და ერთმანეთის ჯანმრთელობას გავუფრთხილდებით, შევძლებთ, ეს რთული პერიოდი მინიმალური ზიანით გავიაროთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანია, რათა ეს პერიოდი ქვეყანამ მინიმალური ზიანით გაიაროს. ამის შესხებ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მსურს ყველა ჩვენს თანამოქალაქეს შევახსენო, რომ კოვიდპანდემიის პირობებში მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა, პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, დეზინფექციის პირობების შექმნა, ხელების დამუშავება, როგორც ეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ რეკომენდაციებში არის აღწერილი. თუ ამ პირობებს დავიცავთ და ერთმანეთის ჯანმრთელობას გავუფრთხილდებით, ჩვენ შევძლებთ, რომ მინიმალური ზიანით გავიაროთ ეს რთული პერიოდი. მე მსურს, პარლამენტის სახელით მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამსახურებს, ყველა იმ ეპიდემიოლოგს, ექთანს, რომლებიც ჩართულები არიან პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, 24 -საათიან რეჟიმში და ჩვენს მოქალაქეებს აწვდიან აუცილებელ დახმარებასა და სერვისებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ