POWERCHINA/Sinohydro პროფესიულ რეიტინგებში ლიდერობას ინარჩუნებს

კომპანია POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო), რომელმაც უახლოეს მომავალში ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი გზის მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უნდა დაიწყოს, ბიზნეს და პროფესიულ რეიტინგებში ლიდერობას ინარჩუნებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მომუშავე ორგანიზაციების რეპუტაციისთვის საერთაშორისო აღიარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

„POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) სტაბილურად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს, როგორც ზოგადი სახის ბიზნეს რეიტინგებში, ასევე - ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო კომპანიებს შორის. კომპანია უკვე რამდენიმე წელია სტაბილურად აუმჯობესებს პოზიციას ბიზნეს სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული წყაროს, ჟურნალ Fortune-ს ტოპ 500 კომპანიის სიაში. აღნიშნული რეიტინგი კომპანიების შემოსავლის შეფასების საფუძველზე დგება. 2019 წელს POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) მსოფლოს 161-ე კომპანიად იქნა აღიარებული. კომპანიის შემოსავალმა 61 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო მისი აქტივები 123 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანიაში 185 269 ადამიანია დასაქმებული. 2017-2018 წლების განმავლობაში მოცემულ რეიტინგში POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-ს 182-ე და 190-ე ადგილები ეკავა. კომპანიის ბოლო მიღწევა კი უახლესი, 2020 წლის მონაცემებით 157-ე ადგილზე დაწინაურებაა. POWERCHINA/Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-მ განსაკურებული აღიარება მოიპოვა საინჟინრო-სამშენებლო კამპანიებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რეიტინგში - პროფესიული რესურს ENR (Engineering News-Record)-ის 150 უმსხვილესი კომპანიის სია. სწორედ ამ სიის პირველ ადგილზე მოექცა კომპანია 2020 წელს მას შემდეგ, რაც უკან მოიტოვა რეიტინგის 2019 წლის ლიდერი, ამერიკული Jacobs Engineering Group”,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს