ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია 72 საათში ერთხელ სავალდებულო PCR-ტესტირებას გაივლის

ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია სრული შემადგენლობით, 72 საათში ერთხელ სავალდებულო PCR-ტესტირებას გაივლის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

„უცხო ქვეყანაში ვიზიტიდან დაბრუნებისას საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №322-ე დადგენილებით არის განსაზღვრული.

დადგენილების თანახმად, საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, უცხო ქვეყანაში ვიზიტიდან დაბრუნებისას ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 12 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში 29-30 სექტემბერს შედგება. გიორგი გახარია ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოში, ევროპარლამენტსა და ნატოს შტაბბინაში უმაღლესი დონის შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყველა წევრს, ბრიუსელში გამგზავრებამდე PCR კვლევა უკვე ჩაუტარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს