ადვოკატის განცხადებით, პროკურატურა თავიდანვე მიზანმიმართულად ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, პროკურატურა თავიდანვე მიზანმიმართულად ცდილობდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.

მისთვის გაუგებარია, თუ რატომ და რა მიზნით აჩვენეს ჟურნალისტებს თამარ ბაჩალიაშვილის აუდიო-ვიდეოჩანაწერები, რომელიც ადვოკატის თქმით, შემთხვევამდე 6 თვით ადრეა გაკეთებული.

„პროკურატურა თავიდანვე მიზანმიმართულად ცდილობდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ საქმე ეხებოდა თვითმკვლელობას და რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა. რომ არ დასმულიყო დაცვის მხარის, ასევე ოჯახის მხრიდან ის ძალიან კრიტიკული კითხვები, რაც დღეს კიდევ პასუხგაუცემელია, ვფიქრობ, მაშინვე პროკურატურა შექმნიდა საზოგადოებრივ აზრს თვითმვლელობასთან დაკავშირებით და საქმეს დახურავდა. დღესაც პროკურატურა მიზანმიმართულად ცდილობს შექმნას საზოგადოებაში აზრი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა, ამას ემსახურებოდა ამ კადრების გავრცელება და ჟურნალისტებისთვის ჩვენება. ჩვენ პირდაპირ პასუხისმგებლობას პროკურატურას ვაკისრებთ, როგორ მოხვდა ეს კადრები ჟურნალისტების ხელში და ამ კადრების გაასაჯაროება. როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ეს ჩანაწერები მხოლოდ მას ეკუთვნოდა. ამ ჩანაწერებით აპელირება საზოგადოებაზე არ უნდა მოეხდინათ“,-განაცხადა ქობესაშვილმა.

ადვოკატები დღეს პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად და იმ კითხვებზე პასუხის მისაღებად მივიდნენ, რომელიც საქმესთან დაკავშირებით აქვთ.

„დღეს სამუშაო რეჟიმში მოვედით პროკურატურაში, რომ საქმის მასალებს სრულად გავეცნოთ. იცით, რომ ძალიან დიდი მოცულობისაა. ასევე გვაინტერესებს, ამ ეტაპზე რა საგამოძიებო მოქმედებები ტარდება ბაჩალიაშვილს საქმესთან დაკავშირებით, ხომ არ არის ექსპერტიზის დასკვნა მოსული, რის შესახებაც შესაძლოა, ჩვენ ინფორმაცია არ გვაქვს. გვაინტერსებს რას გეგმავს პროკურატურა, რა არის მისი შემდგომი ნაბიჯები და ამ საქმესთან დაკავშირებით რა ეტაპზეა მათი შემაჯამებელი გადაწყვეტილება. ჩვენ დღეს ასევე დავაყენებთ საკითხს სასამართლო-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზის თაობაზე, არის თუ არა დანიშნული და თუ არ არის, რამდენად შესაძლებელია ამ ექსპერტიზის ჩატარება. ასევე გვექნება საუბარი არაერთ კითხვაზე, რომელსაც აქამდე პროკურატურის წინაშე ვსვამდით“,-განაცხადა ქობესაშვილმა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს