დავით ჭიჭინაძე - ხელისუფლება აქტიურად უნდა ჩაერიოს ყარაბაღის კონფლიქტის მორიგების პროცესში

პარტია „ტრიბუნას“ ხელმძღვანელის დავით ჭიჭინაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიურად უნდა ჩაერიოს.

მისი თქმით, მოპალარაკებების პროცესი თბილისში უნდა წარიმართოს.

„როდესაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი რაოდენობით ცხოვრობენ როგორც ერთი, ისე მეორე ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, არ შეიძლება, იქ სერიოზული დაპირისპირებები, მეტ-ნაკლებად არ შეგვეხოს. მითუმეტეს ფაქტია, რომ რუსები და თურქები სხვადასხვა ინტერესებით არიან ამ ქვეყნებთან მიმართებაში განწყობილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი აქტიური პოზიცია და უნდა შევეცადოთ, რომ ამ კონფლიქტის მორიგების ცენტრი თბილისში გადმოვიტანოთ, აქ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, ერთ მაგიდასთან დავსვათ და რაც შეიძლება მალე ჩავაქროთ ეს კონფლიქტი.

თუმცა, ჩვენ ხელისუფლებას საკუთარ ხალხთან დიალოგი უჭირს, მარტო ჩაკეტვა და იზოლაცია შეუძლია და საინფორმაციო საშუალებების დახშობით იბრძვის. თუ ამ ტრადიციას თავს დაანებებს და მოუწოდებს ყველა ადამიანს ვისაც შეუძლია გარკვეულწილად, რაღაც გავლენა მოახდინოს ამ პროცესებზე, ამ მიმართულებით კონსოლიდირებულად შევძლებთ ეფექტის მოხდენას“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

აღნიშნულ კომენტარს „ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?